სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სეზონის საუკეთესო ფაზა

ექვსი გატანილი ბურთი და არც ერთი გაშვებული. გუნდი, როგორც იქნა, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. ვოლფსბურგთან მატჩი 100%-ით ბაიერნის გეგმის მიხედვით განვითარდა. "ძალიან კარგი საღამო გვქონდა. ჩვენი თამაში ძალიან მომეწონა. მატჩის განმავლობაში სირთულეები არ გვქონია", განაცხადა ფინალური სასტვენის შემდეგ ნიკო კოვაჩმა.

ბურთის ფლობის 60% და კარების მიმართულებით დარტყმების 22:4 შეფარდება - აღნიშნული სტატისტიკა მწვრთნელის სიტყვებს სრულად ამტკიცებს. პირველი წუთებიდან რეკორდმაისტერი თამაშის სადავეებს ფლობდა. მაგრამ დებიუტი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. "პირველი 20 წუთი ოდნავ შენელებული იყო, მაგრამ შემდგომში ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ", აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

სადებიუტო სირთულეების გადალახვის შემდეგ, 34-ე წუთზე სერჟ გნაბრის ძალისხმევის წყალობით ბაიერნმა ანგარიში დამსახურებლად გასხნა.

"უამრავი მომენტი შევქმენით და უამრავი ბურთი გავიტანეთ", შეაქო გუნდი სპორტულმა დირექტორმა. მან განსაკუთრებით 37-ე წუთზე გათამაშებული კომბინაცია აღნიშნა, რომლის შემდეგ ლევანდოვსკიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. ასევე 52-ე ხამესის მიერ მშვენიერი დარტყმა ახსენა, რომლის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა. თომას მიულერი (76. წუთი), იოზუა კიმიხი (82.) და ისევ ლევანდოვსკი (85.) ანგარიში ექვსამდე გაზარდეს. ბურთების საუკეთესო შეფარდების წყალობით ბაიერნმა დორტმუნდს გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა. "პირველ ადგილზე ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა", არ მალავდა კარგ განწყობას ული ჰიონესი. თამაშით კმაყოფილი ასევე მანუელ ნოიერიც დარჩა: "რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით გამარჯვება სასიამოვნოა. საერთო ჯამში, ბუნდესლიგაში დასახული ამოცანის მიღწევა მნიშვნელოვანი იყო".

ზამთრის შესვენების შემდეგ ბაიერნმა დორტმუნდისგან 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა და რეკორმაისტერი ვოლფსბურგის წინააღმდეგ ნაჩვენები მშვენიერი თამაშის წყალობით პირველ ადგილს დამსახურებლად დაუბრუნდა. "ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან კონცენტრირებულად ვმუშაობდით და გასულმა შეხვედრამ ეს დაამტკიცა", აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა. მაგრამ მიუნხენელები ხვდებიან, რომ წინ ბევრი მატჩი აქვთ გასამართი. "ეიფორიაში ყოფნას არ ვაპირებთ, პირიქით კონცენტრირებულ შრომას განვაგრძობთ", განაცხადა სპორტულმა დირექტორმა.

გასულ ორ შეხვედრაში ლევანდოვსკის და კომპანიის ანგარიშზე 11 გოლია. ასევე აღსანიშნავია, რომ ბაიერნმა ბუნდესლიგის უკანასკნელ 13 მატჩიდან 12 მოიგო. "ახლა საჭირო დროს სეზონის საუკეთესო ფაზაში ვიმყოფებით", აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა. წინ ბუნდესლიგაში გუნდს გადამწყვეტი კვირები ელის და უკვე ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის ფარგლებში ალიანც არენაზე ბაიერნი ლივერპულს დაუპირისპირდება.

"ბიჭებმა საკუთარ ძალებში რწმენა აიმაღლეს", თქვა სალიჰამიჯიჩმა. "ბოლო მატჩებმა სწორი მიმართულება მოგვცეს. მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს. ნებისმიერ ამოცანას მხოლოდ ამ შემთხვევაში შევასრულებთ. ამ მატჩმა ენერგია მოგვცა", აღნიშნა კოვაჩმა.

ბაიერნი შეჩერებას არ აპირებს და მომდევნო კვირების განმავლობაში ესე გაგრძელებას ეცდება. "კვირა კარგად დავიწყეთ. ოთხშაბათს წარმატების განვითარება გვმართებს", დაასრულა კოვაჩმა.


10-03-2019