სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლაბადია: გუნდური თამაში მოიკოჭლებოდა

"ბაიერნი ძალიან, ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა. ჩვენ თავის მხრივ სუსტი თამაში ვაჩვენეთ. შედეგი რეალობას შეესაბამება. სათამაშო ელემენტებს, რომლებსაც კარგად ვფლობთ, გასულ შეხვედრაში ვერ გამოვიყენეთ. გუნდური თამაში მოიკოჭლებოდა. სამწუხარო რეალობაა, რომლის მიღება გვიწევს", აღნიშნა ბრუნო ლაბადიამ.

"ჩვენთვის სამწუხარო მატჩი იყო. ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით და თამაშისგან სიამოვნებას ვერ ვღებულობდით. პირველი 10-15 წუთი კარგად ჩავატარეთ და საკუთარ ძალებში რწმენა გვმართებდა. ვთვლი, რომ 6:0 კიდევ ნორმალური ანგარიშია", დაამატა მაქსიმილიან არნოლდმა.


10-03-2019