სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი დაიბრუნა!

მატჩის მეორე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარე დარტყმას დაეუფლა.

თითქმის ეგრევე ნოიერმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ მცველებმა სახიფათო მომენტი გაანეიტრალეს.

მეოთხე წუთზე მიუნხენელებმა მრავალსვლიანი შეტევა განახორციელეს. ხამესმა ბურთი გნაბრის დაუგდო, მაგრამ სერჟმა კარებს ააცილა.

მეათე წუთზე მიულერმა საშუალო დისტანციიდან გაისროლა, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

23-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჰუმელსმა თაური დარტყმით კარების მიმართულებით გადააგზავნა, მაგრამ მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა.

27-ე წუთზე ვოლფსბურგმა კუთხური ჩააწოდა, მეტოქემ საჰაერო დუელი მოიგო, მაგრამ დარტყმა კარებს ასცდა.

ორ წუთში გნაბრი ლევანდოვსკი დარტყმაზე გაიყვანა, მაგრამ მეკარემ ვოლფსბურგი ისევ იხსნა.

33-ე წუთზე ბაიერნმა თავისას მიაღწია. მიულერის გადაცემის შემდეგ გნაბრიმ ბურთი კარებში შეიტანა.

სამ წუთში რეკორდმაისტერმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და ლევანდოვსკიმ ანგარიში 2:0-მდე გაზარდა!

შესვენებამდე ჰუმელსს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მცველმა ვერ დაარტყა.

პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა.

53-ე წუთზე ხამესმა საშუალო დისტანციიდან გაისროლა და ანგარიში 3:0-მდე გაზარდა.

7 წუთში კუთხურის ჩაწოდების შემდეგ არნოლდმა დაარტყა, მაგრამ ძალზედ არაზუსტად.

65-ე წუთზე ლევანდოვსკი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა.

ორ წუთში ვოლფსბურგის მეკარემ მიულერის და გორეცკას დარტყმების შემდეგ გუნდი ორჯერ გადაარჩინა.

71-ე წუთზე საჯარიმოში ლევანდოვსკიმ ბურთი ვერ მოირგო. გორეცკას დარტყმას კი მეკარე დაეუფლა.

5 წუთში მიულერმა სანჩესის გარღვევის და რიბერის გადაცემის შემდეგ მეოთხე ბურთი შეაგდო. 4:0!

მატჩის დასასრულამდე თავისი ბურთი კიმიხმა და დუბლი ლევანდოვსკიმ მიითვალეს! 6:0!


09-03-2019