სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლაბადია: საკუთარი თამაშის დემონსტრირებას ვეცდებით

მიუნხენში მატჩის წინ ვოლფსბურგის მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ განაცხადა, რომ გუნდისთვის მომდევნო შეხვედრა "სიმწიფეზე შემოწმება" იქნება. ქვედა საქსონელები უკვე 5 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდებიან. ბაიერნთან მატჩის წინ მათ საკუთარ ძალებში რწმენა გააჩნიათ. "საკუთარი თამაშის დემონსტრირებას ვეცდებით. ბურთის მიღების შემდეგ სწორი გადაწყვეტილებების მიღება და პრესინგიდან გამოსვლა გვმართებს", განაცხადა 53 წლის სპეციალისტმა. ტრავმების გამო მიუნხენში "მგლებს" დანიელ გინჩეკი, იგნასიო კამაჩო და იზმაილ ასსაუი ვერ დაეხმარებიან.


09-03-2019