სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლივერპულთან მატჩამდე გენერალური რეპეტიცია

ბაიერნს გამოსვლა ისევ 3 ფრონტზე უწევს. ლივერპულთან მნიშვნელოვან შეხვედრამდე, საღამოს ბაიერნი ვოლფსბურგს უმასპინძლებს. მატჩში მნიშვნელოვანი 3 ქულა გათამაშდება, რომლებიც ვერცლის სინის მოპოვებაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. "სახვითი ხაზი", ნიკო კოვაჩმა სატურნირო ცხრილში არსებულ სიტუაციას ესეთი შეფასება მისცა.

მომდევნო სუპერმატჩი ლივერპულის წინააღმდეგ ვოლფსბურგთან შეხვედრაში დასახულ ამოცანებზე გავლენას არ მოახდენს. "უპირველეს ყოლისა უქმეებზე გამარჯვების მოპოვება გვმართებს. ამ შეხვედრაში მოტივაციის ამაღლების საშუალება მოგვეცემა", თქვა კოვაჩმა. მაგრამ აქვე 47 წლის სპეციალისტმა შაბათის მეტოქის შესახებ შეგირდები გააფრთხილა. "ახლა კარგ კონდიციებში არიან. გასვლითი მატჩების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფებიან. თამაში სრული კონცენტრირებით გვმართებს".

იმის შემდეგ, რაც ბოლო 4 კვირის განმავლობაში ბაიერნმა დორტმუნდთან 7 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და სატურნირო ცხრილში დორტმუნდს გაუტოლდა, კოვაჩის შეგირდები მომავალში არც ერთი ქულის დაკარგვას არ აპირებს. "დასახული ამოცანების შესრულება გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მცდელობა უშედეგო იქნება", ითხოვს კოვაჩი. იმის შემდეგ, რაც ბაიერნელები დორტმუნდს გაუტოლდნენ, მათ "ფრთები ამოუვიდათ".

"ყოველდღიურ ვარჯიშებზე ფეხბურთელების მოქმედებებში ამას ვგრძნობ. ფინიშის ნიშნულზე გავედით. წინ კიდევ 3 თვეა, რომლების განმავლობაში ყველაფრის მოგება შეგვიძლია. მაგრამ ამისთვის მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს", განაცხადა რეკორდმაისტერის მწვრთნელმა. აქედან გამომდინარე ბაიერნი სეზონის გადამწყვეტ ფაზისთვის მზად არის. მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელს მოთმინება მმართებთ. არიენ რობენი, კოკო ტოლისო და კინგზლი კომანი აღდგენითი პროგრამით მუშაობას განაგრძობენ. დღევანდელ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის დავიდ ალაბას მონაწილეობა. პარასკევს დასკვნით ვარჯიშზე მცველი არ იმყოფებოდა. ალაბას თამაშის საკითხი დღეს გადაწყდება.


09-03-2019