სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს საღამოს ბაიერნი ვოლფსბურგს 22-ედ უმასპინძლებს. ამ მატჩებში რეკორდმაისტერმა 19 გამარჯვება მოიპოვა და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა. არც ერთ გუნდს საშინაო შეხვედრაში ამდენი გამარჯვება ერთი მეტოქის წინააღმდეგ არ მოუპოვებია და თან მარცხიც არ იწვნია.

საერთო ჯამში ბაიერნი ვოლფსბურგს 43-ჯერ შეხვდა და აქედან 33 მატჩი მოუგო (6 ფრე და 4 მარცხი). ბურთები, 103:37. არც ერთ სხვა გუნდთან "მგლებს" ამდენი წაგება და გაშვებული ბურთი აქვს.

ბაიერნმა უკანასკნელ 12 ტურში 36 ქულიდან 33 მოიპოვა. მაგრამ ამ მომენტისთვის წარმატებულად ვოლფსბურგიც გამოდის. მგლებმა უკანასკნელ 12 ტურში 24 ქულა დააგროვეს.

ალიანც არენაზე ბაიერნს 5-მატჩიანი გამარჯვებათა სერია აქვს, რომლის განმავლობაში 12 ბურთი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. მაგრამ მომდევნო შეხვედრა მაინც რთული იქნება, რადგანაც ლაბადიას გუნდი გასვლითი მატჩების მაჩვნელებლით 23 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება (პირველზე 30 ქულით ბაიერნია).

ვოლფსბურგის მწვრთნელს ბრუნო ლაბადიას ბაიერნთან თავისი ანგარიში აქვს. შტუტგარტის, ჰამბურგის და ვოლფსბურგის სათავეში მან ბაიერნისგან 14 მარცხი იწვნია. უკანასკნელად ლაბადიამ ბაიერნი 2009 წლის სექტემბერში ჰამბურგთან ერთად დაამარცხა (1:0). ხავი მარტინეზს კი პირიქით, ვოლფსბურგის წინააღმდეგ თამაში უყვარს. 10 შეხვედრაში მან 10 გამარჯვება მოიპოვა.


08-03-2019