სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტრიო საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

ზებენერ შტრასედან კარგი ამბებია! ვოლფსბურგთან მატჩის წინ საკადრო სიტუაცია გაუმჯობესდა. თუ წინა უქმეებზე, გლადბახთან შეხვედრაში (5:1), კოვაჩის გუნდს 6 ფეხბურთელი დააკლდა, ახლა ლაზარეტში ორჯერ ნაკლები იმყოფება.

ალაბა, გორეცკა და რიბერი საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ. "თავს კარგად გრძნობენ. ვოლფსბურგთან რთულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

3 ფეხბურთელი მატჩს გამოტოვებს. კოკო ტოლისო მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს. "მის დაბრუნებას თვის ბოლოს ვვარაუდობთ", თქვა კოვაჩმა. არიენ რობენმა წვივის ტრავმა მიიღო, "აქედან გამომდინარე ვერ ითამაშებს". იგივე ეხება კინგზლი კომანსაც, რომელიც "აღდგენას გეგმის მიხედვით გადის". "იმედი მაქვს, რომ ლივერპულთან შეხვედრისთვის მწყობრში ჩადგება". ოთხშაბათს არიენ რობენის თამაში კი გამორიცხულია.


08-03-2019