სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰუმელსი: შინაგან სიცივეს ვგრძნობ

"რაღაც დროის გასვლის შემდეგ მწვრთნელის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება მეც მსურს. სპორტული თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილების გაგება ჩემთვის რთულია (მაგრამ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ). ვთლვლი, რომ გერმანული საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და ერთმანეთთან გულრწფელები ვიყავით.

თომას, ჟერომი და მე ნაკრების რიგებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით. ამას უამრავი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ჩვენს და ჩვენი მიღწევების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. აქედან გამომდინარე არაფერი მრჩება, შინაგანი სიცივის გარდა, რადგანაც გერმანიის ნაკრებში გამოსვლა მიყვარდა.

მსურს განვაცხადო, რომ მშვენიერი წლები იყო. 70 შეხვედრა ჩავატარე და ამით ბავშვობის ყველა ოცნება ავისრულე. მონაწილეობა 4 დიდ ტურნირში მივიღე. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მწვერვალი აღმოჩნდა. ამ გრძნობას ჩემში ყოველთვის შევინარჩუნებ. ამის გასამეორებლად ისევ ყველაფერს გავაკეთებდი", აღნიშნა მატს ჰუმელსმა.


08-03-2019