სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ოთხშაბათს არიენ რობენმა წვივის ტრავმა მიიღო. აქედან გამომდინარე მინდორზე გამოსვლას ვერ შეძლებს. კინგზლი კომანი გეგმის მიხედვით აღდგენით ვარჯიშებს გადის. იმედი გვაქვს, რომ ლივერპულის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. არიენ რობენი ამ მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას ვერ მოასწრებს. ჩემთვის ცნობილია, რომ ჰუმელსი, მიულერი და ბოატენგი დამწუხრებულები არიან. განსაკუთრებით იმით, რომ ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილება საბოლო აღმოჩნდა. ვთვლი, რომ 29-30 წლის ფეხბურთელისთვის ესეთი რამის თქმა სწორი არ არის. სამივე ძალიან კონცენტრირებულია და დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თამაშით პასუხს გასცემენ. ვოლფსბურგთან თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ კონდიციებში ვიმყოფებით. გამარჯვების მოპოვება გვსურს. ვოლფსბურგიც ასევე კარგ სეზონს ატარებს. გასვლითი შეხვედრების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფებიან. 100%-ანი მზადყოფნა გვმართებს. ბაიერნში სერჟ გნაბრის მშვენიერი პირველი სეზონი აქვს. ძალიან კარგს გზას ადგას. გვიხარია, რომ ბაიერნში დიდი ხნით დარჩენა სურს", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


07-03-2019