სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერმა ლიოვი გააკრიტიკა

"ამ თემაზე, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ძლიერად ვბრაზდები. ყველაფერი ძალიან უცნაურად განვითარდა. ვერ ვხდები, რატომ არის გადაწყვეტილება ესეთი საბოლოო?! მწვრთნელის გადაწყვეტილებით უბრალოდ თავზარდაცემული დავრჩი.

ნაკრების მწვრთნელმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ეს ეჭვებს არ იწვევს. მაგრამ მატსს, ჯერომს და მე უმაღლეს დონეზე გამოსვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია. ბოლო წლების განმავლობაში ნაკრებთან ერთად გრძელი, დაძაბული და მეტწილად წარმატებული გზა გავიარეთ.

მწვრთნელის გადაწყვეტილების შემდეგ, პრესაში ეგრევე გერმანული საფეხბურთო კავშირის და მისი პრეზიდენტის მომზადებული განცხადებები ვიხილეთ. ვთვლი, რომ ეს ნაკლებად მართებული და ეთიკური იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უმნიშვნელო პერსონები ვართ.

ნაკრების მაისურს ყოველთვის ამაყად ვატარებდი და მის გამო ბოლომდე ვიხარჯებოდი. წარმოუდგენელი თავგადასავალი და ისტორია მქონდა. მებრძოლი ვარ და მომავალს ვუყურებ. თამაში ჯერ არ დამთავრებულა", აღნიშნა თომას მიულერმა.


07-03-2019