სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სანჩესი: ბაიერნში ბევრის მიღწევა შემიძლია

"ბაიერნში პირველი სეზონი ნაკლებად იდეალური გამომივიდა. გულშემატკივრების რეაქცია ჩემთვის ცნობილი იყო. ყველაფერი კარგად მახსოვს. მეგონა, რომ მოგებული 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუნდესლიგაში თამაშისთვის მზად ვიყავი. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. ტურნირისთვის მზად არ ვიყავი და ეს სწრაფად გამოჩნდა. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ საკუთარ თამაშს ვპოულობ. მსურს გულშემატკივრებისგან ესეთი სიტყვების გაგება: "აი ეს ის რენატუა, რომელიც შევიძინეთ და მას აი ესეთი საფეხბურთო პლიუსები გააჩნია. ვგრძნობ, რომ დროის განმავლობაში მიუნხენში ბევრის მიღწევა შემიძლია. მიმდინარე სეზონი ჩემთვის უკეთ ვითარდება, ვიდრე ეს პირველში იყო. ბაიერნში ჩემი ისტორია დასასრულისგან ჯერ შორს არის", აღნიშნა რენატუ სანჩესმა.


07-03-2019