სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ოფიციალური განცხადება ლიოვის გადაწყვეტილების შესახებ

"როგორც უკვე იცით ნაკრების მწვრთნელმა გადაწყვიტა მიულერის, ჰუმელსის და ბოატენგის გაშვება. როგორც წესი, მწვრთნელის გადაწყვეტილებებს არ ვაკომენტარებთ, რადგანაც ნაკრების შემადგენლობის ფორმირება მხოლოდ იოაჰიმ ლიოვის პასუხისმგებლობაა.

მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილების გაჟღერებისთვის არც ისე გამოსადეგი დრო იყო შერჩეული. უკანასკნელი მატჩი ნაკრებმა 2018 წლის 19 ნოემბერს ჩაატარა. შეშფოთებულები ვართ იმით, რომ 3,5 თვის შემდეგ, ვოლფსბურგთან და ლივერპულთან მნიშვნელოვანი მატჩების წინ საზოგადოებამ და ჩვენმა ფეხბურთელებმა ზემოთხსენებული ამბავი გაიგეს. უფრო მეტად გაოცებულები ვართ იმით, რომ ეს მოხდა ზებენერ შტრასეზე იოაჰიმ ლიოვის და ოლივერ ბირჰოფის მოულოდნელი ვიზიტის დროს, რომლის შესახებ გაფრთხილებულები არ ვიყავით.

თომას მიულერმა (100 მატჩი), მატს ჰუმელსმა (70) და ჯერომ ბოატენგმა (76) საერთო ჯამში ნაკრების რიგებში 246 შეხვედრა ჩაატარეს. ამ ფეხბურთელებმა ნაკრების წარმატებულ დეკადაში, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დაგვირგვინდა, დიდი წვლილი შეიტანეს. ბაიერნი თომასის, მატსის და ჯერომის წვლილს ნაკრების და გერმანული ფეხბურთის წინაშე დიდი პატივით ეგებება".

კარლ-ჰაინც რუმენიგე (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) და ჰასან სალიჰამიჯიჩი (სპორტული დირექტორი).


06-03-2019