სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბოატენგი ნაკრებს დაემშვიდობა

"იოაჰიმ ლიოვმა პირად საუბარში მითხრა, რომ ახლო მომავალში ნაკრებში არ გამომიძახებს. მას შანსის მიცემა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სურს, იმისთვის რომ მომდევნო ტურნირებზე გუნდმა ახალი სახე მიიღოს.

ამ სიახლით დამწუხრებული ვარ, რადგანაც ნაკრების რიგებში გამოსვლას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ახალი გეზის აღება ჩემთვის გასაგებია და მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

ახალგაზრდა მეც ვიყავი და იმედი მქონდა, რომ უფროსი ფეხბურთელები ჩემთვის ადგილს გაათავისუფლებენ. დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია და მომდევნო წლებში ამას გავაკეთებ. ნაკრებში ჩატარებულ დროის პერიოდს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავიხსენებ.

ნაკრების მაისურში გამოსვლა ჩემთვიხ ყოველთვის საამაყო იყო. 2014 წლის ზაფხულს არასდროს დავივიწყებ. რა თქმა უნდა, ყველასთან დამშვიდობება მსურს. ნაკრებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ", დაწერა საკუთარ Twitter-ზე ჯერომ ბოატენგმა.

შეგახსენებთ, რომ იოაჰიმ ლიოვმა ჯერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი ნაკრებიდან გაუშვა.


06-03-2019