სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რობენი, რიბერი და გორეცკა საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ

ზებენერ შტრასედან კარგი ამბებია! წარმატებული უქმეების და სერჟ გნაბრისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, სამშაბათს 3 ბაიერნელი დიდი პაუზის შემდეგ საერთო ჯგუფს დაუბრუნდა. მაგალითად, არიენ რობენი ნოემბრიდან მინდორზე არ გამოსულა. უკანასკნელად ჰოლანდიელმა მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ბენფიკას წინააღმდეგ მიიღო. იმ დღის შემდეგ ვინგერს ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

ჰოლანდიელის გარდა 1200-მა გულშემატკივარმა ფრენკ რიბერის (კუჭის ინფექცია) და ლეონ გორეცკას (ტერფის ტრავმა) დაბრუნების მოწმეები გახდნენ. კოკო ტოლისო, მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს. კინგზლი კომანი (კუნთების პრობლემები) სირბილს დაუბრუნდა. გუნდს მხოლოდ დავიდ ალაბა აკლდა (მყესების ანთება).

ნიკო კოვაჩი გუნდს საკმაოდ დინამიური ვარჯიშების კომპლექსი შესთავაზა, რომელიც ფეხბურთელებმა დიდი სურვილით შეასრულეს. მომდევნო დღეებშიც ბაიერნელები ვოლფსბურგთან მატჩისთვის სრული კონცენტრაციით მოემზადებიან. შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით, 18.30 წუთზე დაიწყება.


05-03-2019