სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრი ბაიერნში 2023 წლამდე ითამაშებს

ბაიერნის ხელმძღვანელობამ სერჟ გნაბრისთან არსებული მოქმედი კონტრაქტი კიდევ 3 წლით 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

"ბედნიერები ვართ იმ ფაქტით, რომ სერჟთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. პირველივე სეზონში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. სერჟი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთანაც ბაიერნის მომავალი არის დაკავშირებული. დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდს ბევრ სარგებელს მოუტანს", შეაქო 23 წლის ფეხბურთელი სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბაიერნში გამოსვლებისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. რა თქმა უნდა, უამრავი ტიტულის მოგება მსურს. ბაიერნში კარგი მომავლის მოლოდინში ვარ. სპორტული თვალსაზრისით წინ მივიწევ, მაგრამ განვითარებისთვის პოტენციალი კიდევ გამაჩნია", თქვა სერჟ გნაბრიმ.


05-03-2019