სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დიტერ ჰექინგი: დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ

"ბაიერნის წინააღმდეგ თამაში 0:1-ის შემთხვევაში ყოველთვის რთულია. მატჩზე კონტროლის გაუმჯობესება ვცადეთ და ამის გამო რისკზე წასვლა მოგვიწია. ერთი ბურთის გაჰქვითვა შევძელით, შესვენების შემდეგ წარმატების განვითარებას ვცდილობდით. მაგრამ საბოლოოდ დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ. ამის ახსნა რთულია. დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ", აღიარა გლადბახის მწვრთნელმა დიტერ ჰექინგმა.

"პირველი 20 წუთის განმავლობაში მინდორზე გვეძინა. რთულად ასახსნელი ფაქტია. ორი სწრაფი ბურთის გაშვების შემდეგ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია. თამაშში ვერ შევედით, გადაცემების შესრულებაში ხშირად ვცოდავდით. გასულ მატჩში ბაიერნს უამრავი მომენტი ჰქონდა", აღნიშნა "ულაყების" მეკარემ იან ზომერმა.


03-03-2019