სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი დორტმუნდს დაეწია

გუნდმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყო. 30-ე წამზე ერთი ერთზე ლევანდოვსკი გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ჩაწოდების შემდეგ მარტინეზმა ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1!

მეათე წუთზე მიულერმა ანგარიში 0:2-მდე გაზარდა! გნაბრის გადაცემის შემდეგ თომასმა კარები ახლო მანძილიდან აიღო.

პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებს მე-12 წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

21-ე წუთზე გლადბახმა შეაგდო, მაგრამ თამაშ გარეშე სიტუაციის გამო გოლი არ ჩაითვალა.

თითქმის ეგრევე მესამე ბურთი ლევანდოვსკის უნდა გაეტანა, მაგრამ ზომერმა გლადბახი ისევ გადაარჩინა.

26-ე წუთზე ისევ ლევანდოვსკი, მაგრამ ისევ არაზუსტად.

30-ე წუთზე ზომერმა ისევ გმირული "სეივი" შეასრულა. ამჯერად გნაბრის დარტყმა მოიგერია.

37-ე წუთზე გლადბახმა გაიტანა. გოლი შტინდლის ანგარიშზე იყო, 1:2...

ორ წუთში მცველმა ლევანდოვსკის დაასწრო, თორე პოლონელს უნდა გაეტანა.

კუთხურის შემდეგ ზომერმა მარტინეზის დარტყა აიღო.

42-ე წუთზე პლეამ დარტყმა განახორციელა, მაგრამ ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

პირველ ტაიმში გაშვებული ბურთის მიუხედავად ბაიერნმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:2 გავიდნენ.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ხამესმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. მაგრამ შემდეგ შეტევაში ლევანდოვსკიმ ანგარიში 1:3-მდე გაზარდა!

52-ე წუთზე ვენდტმა ჯარიმიდან კარების მიმართულებით გაისროლა, ნოიერის ბედზე ბურთი კარებს ასცდა.

გლადბახს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ზაქარიამ შორეულ კუთხეში ბურთი ვერ გაარტყა.

75-ე წუთზე გნაბრიმ მეოთხე ბურთი შეაგდო! მანამდე ლევანდოვსკის უნდა გაეტანა, მაგრამ ზომერმა ისევ მოახერხა ბურთის მოგერიება.

მატჩის დასკვნით მონაკვეთში კოვაჩმა თამაშის საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა. მინდორზე სანჩესი, დეივისი და იონი გამოვიდნენ.

89-ე წუთზე იონმა ახლო კუთხეში დაარტყა, მაგრამ ზომერი ბურთს დაეუფლა.

მატჩის ბოლო წუთზე ჯონსონმა კიმიხზე წესები დაარღვია. მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლევანდოვსკიმ ცივსისხლიანად გამოიყენა, 1:5!

ბაიერნი ქულებით დორტმუნდს დაეწია.


02-03-2019