სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

6 ბაიერნელი გლადბახში არ გაემგზავრა

გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელი მესამედი დაიწყო. "ფინიშზე გავედით, ყველა გუნდი დასახული მიზნის მიღწევას ეცდება", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე. ამ სუპერ მატჩიდან რეკორდმაისტერი ჩემპიონატის დასკვნით მონაკვეთს დაიწყებს.

მეორეადგილოსანი მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება. ბაიერნი გლადბახს 8 ქულით უსწრებს. შაბათის შემდეგ ქულების განსვავება შეიძლება 11-მდე გაიზარდოს. "ჩვენ აუცილებლად 3 ქულის მოპოვება გვსურს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარასკევს გასვლაზე დორტმუნდი აუგსბურგს შეხვდება. მაგრამ ახლა ბაიერნელებს მთელი აქცენთი საკუთარ მატჩზე აუგსბურგის წინააღმდეგ აქვთ გადატანილი. "მომდევნო შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რთული თამაში იქნება, გლადბახში ყოველთვის კარგი ატმოსფერო სუფევს", თქვა კოვაჩმა.

ბოლო შედეგები კოვაჩს ოპტიმიზმისთვის საფუძველს აძლევენ. "კარგი მონაკვეთი გვაქვს. მაგრამ დაცვაში საიმედო თამაში და შეტევის ხაზში შედეგიანობა კვლავ უნდა ვაჩვენოთ", განაცხადა კოვაჩმა, რომლის გუნდმა უკვე ორი მატჩის განმავლობაში გოლს არ უშვებს.

რთულ ამოცანასთან გამკვლავება კოვაჩს რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე მოუწევს. მატჩის წინ მწყობრში ნოიერი, ჰუმელსი და ულრაიჰი დაუბრუნდნენ. ალაბა და გორეცკა მიუნხენში დარჩნენ. შეხვედრის განაცხადში ახალგაზრდა ფეხბურთელები იუნი, შაბანი და მაი შევლენ.

ნიკო კოვაჩი გუნდს აფრთხილებს, რომ მეტოქის ბოლო შედეგებზე ყურადღების მოქცევა სწორი არ იქნება. "მატჩის შედეგები ნაჩვენებ თამაშს არ ემთხვეოდა. გლადბახი ძალიან კარგი გუნდია". პირველი წრის შეხვედრაში ალიანც არენაზე "ულაყებმა" ბაიერნი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მორიგი მწვავე დაპირისპირების მოწმეები გავხდებით. სასურველია, რომ ჩემპიონატის დასკვნით მესამედს ბაიერნი მაჟორულ ნოტაზე დაიწყებს.


01-03-2019