სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მეორეადგილოსანი მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება. შაბათს საღამოს 24-ე ტურის ცენტრალური მატჩის ფარგლებში ბაიერნი გლადბახს შეხვდება. ჩემპიონატის უკანასკნელ 3 შეხვედრაში გლადბახმა მხოლოდ ქულა მოიპოვა. ბაიერნმა კი პირიქით - 6 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა. ამ მომენტისთვის რეკორდმაისტერი მეორე წრის საუკეთესო გუნდია.

ბუნდესლიგის ფარგლებში მეტოქეები ერთმანეთს 102-ედ დაუპირისპირდებიან. რეკორდმაისტერმა 48 გამარჯვება მოიპოვა, 29 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და 24 შეხვედრა გლადბახის სასარგებლოდ დასრულდა. ბურთები, 190-127.

ბოლო წლების განმავლობაში გლადბახი ბაიერნისთვის უსიამოვნო მეტოქე იყო: ალიანც არენაზე პირველი წრის შეხვედრაში მიუნხენელები მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. ბოლო 15 შეხვედრებიდან ეს მარცხი მეექვსე აღმოჩნდა. 2011/12 წწ. დაწყებული ბაიერნი არც ერთ სხვა გუნდთან ესე ხშირად არ დამარცხებულა.

გასვლით შეხვედრებში ნიკო კოვაჩის გუნდი დაუმარცხებელია: მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნმა გასვლითი 12 მატჩიდან 9 მოიგო. გასვლითი შეხვედრების მიხედვით ბაიერნი სატურნირო ცხრილში პირველია. მაგრამ რაც შეეხება საშინაო მატჩებს გლადბახი დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. მაგრამ ჰერტასთან და ვოლფსბურგთან წაგებების შემდეგ გლადბახმა პირველობა დორტმუნდს დაუთმო.

გასულ ტურში მარტინეზმა თაური დარტყმით ხამესის გადაცემის შემდეგ ჰერტას გამარჯვების ბურთი გაუტანა. ეს გოლი მე-11 აღმოჩნდა, რომელიც ბაიერნელებმა თაური დარტყმის შემდეგ გაიტანეს. ჩემპიონატში ამ მაჩვენებლით რეკორდმაისტერი პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე 8 გოლით ფრაიბურგია.


01-03-2019