სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰუმელსი და ულრაიხი გუნდს დაუბრუნდნენ

ხუთშაბათს დილით ზებენერშტრასეზე ყველა შრომობდა. მიუხედავად იმისა, რომ გლადბახთან ტურის ცენტრალური შეხვედრის ორი დღით ადრე კოვაჩს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდა. მაგრამ რამდენიმე მოთამაშე პირიქით მწყობს დაუბრუნდა.

მაგალითად, მატს ჰუმელსი და სვენ ულრაიჰი გრიპი დასძლიეს და გუნდის საერთო ჯგუფში ივარჯიშეს. ვარჯიში გაციების გამო მანუელ ნოიერმა გამოტოვა. იმედი მაქვს, რომ პარასკევს გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს", ოპტიმიზმით განაცხადა ნიკო კოვაჩმა თავისი კაპიტნის შესახებ.

კოვაჩი ასევე იმედს იტოვებს, რომ შაბათისთვის მწყობრს ალაბა და გორეცკა დაუბრუნდებიან, რომლებმაც ხუთშაბათს ვერ ივარჯიშეს. გორეცკას ისევ ტერფი აწუხებს, რომლის გამო ნახევარმცველმა ჰერტასთან შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ალაბას მყესები აწუხებს. გლადბახთან მატჩში მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "მათ მდგომარეობას დავხედავთ. არის შანსები, რომ მზადყოფნაში დაბრუნებას შეძლებენ", განაცხადა კოვაჩმა.

რობენის, ტოლისოს და კომანის გარდა, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ, შაბათის შეხვედრას რიბერიც გამოტოვებს. "ფრანკს კუჭის ინფექცია ჰქონდა. გლადბახთან არ ითამაშებს", დაასრულა ხორვატმა სპეციალისტმა.


01-03-2019