სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზეპ მაიერი 75 წლის გახდა!

ბაიერნთან ერთად მან ყველაფერი რაც შეიძლებოდა მოიგო. ის ლეგენდარული გუნდის ნაწილი იყო და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ და ბაიერნის გულშემატკივრების მიერ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელს ეკუთვნის. ხუთშაბათს ლეგენდარულ მეკარეს 75 წელი შეუსრულდა!

ასაკის მიუხედავად მაიერი აქტიური ცხოვრების მომხრეა. "გოლფს ვთამაშობ, მთებში ავდივარ, ბევრს ვმოგზაურობ. ცხოვრება 100 წლამდე მსურს", განაცხადა მაიერმა.

ბაიერნის შემადგენლობაში მაიერმა 600-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ბუნდესლიგაში მაიერმა მონაწილეობა 473 მატჩში მიიღო, მას რეკორდი ზედიზედ ჩატარებული შეხვედრის მაჩვენებლით ეკუთვნის (442). ბაიერნიდან წასვლის შესახებ მას არასდროს უფიქრია: "შემოთავაზებს სტაბილურად ვღებულობდი, მაგრამ რატომ უნდა დავთანხმებულიყავი? ევროპის საუკეთესო კლუბში გამოვდიოდი"!

ბაიერნის მიერ მიღწეულ წარმატებებში დიდი წვლილი განთქმულ გოლკიპერს აქვს შეტანილი. ბაიერნში მაიერი 15 წლის ასაკში 1958 წელს გადავიდა. 1962 წელს მან ხელი პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა. ერთ წელიწადში რეკორდმაისტერის პირველი ნომერი გახდა. მაშინ ბაიერნი ჯერ კიდევ რეგიონალურ ლიგაში თამაშობდა. მხოლოდ 1965 წელს მაიერმა გუნდთან ერთად პირველ ბუნდესლიგაში გასვლა იზეიმა. ერთ წელიწადში მიუნხენელებმა გერმანიის თასი მოიპოვეს და კიდევ ერთ წელში თასების თასის მფლობელები გახდნენ. "დიდ სიამოვნებას ის ფაქტი მანიჭებს, რომ დიდ სიმაღლეებს ქვედა საფეხურიდან მივაღწიეთ", იხსენებს იუბილარი.

ამაზე ტიტულების თვლა არ დამთავრებულა. ბაიერნთან ერთად მაიერმა 4 ვერცხლის სინი და 4 გერმანიის თასი და 4 ევროთასი მოიპოვა. ამას დამატებული ერთი გამარჯვება საკონტინენტთაშორისო თასზე. ნაკრებთან ერთად მაიერმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. მანშაფტის რიგებში მან 95 შეხვედრა ჩაატარა, რაც მეკარეებისთვის დღემდე რეკორდულ მაჩვენებს წარმოადგენს. სამჯერ ბაიერნელი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა. შემდგომში გერმანიის ასწლეულის გოლკიპერად დასახელდა.

1979 წელს 35 წლის ასაკში მაიერი ავტოკატასტროფაში მოხვდა, რამაც მეტწილად გოლკიპერს კარიერა დაასრულებინა. ბავარიელი ფეხბურთის მიერ ერთგული დარჩა და შემდგომში ბაიერნის და ნაკრების მეკარეებს წვრთნიდა. 2008 წელს მაიერი საბოლოოდ პენსიაზე გავიდა. დაბადების დღეს მაიერი მეუღლესთან ერთად თავის ბინაში სამხრეთ ტიროლიაში გადაიხდის. "იმ შემთხვევაში, თუ დაბადების დღის გადახდა მიუნხენში მომიწევდა, მაშინ სტუმართა სია ძალიან გრძელი გამოვიდოდა", ღიმილით განაცხადა იუბილარმა.


28-02-2019