სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ყველაფერი კაფე გიზელადან დაიწყო

FC Bayern, დაბადების დღეს გილოცავთ! 27 თებერვალს ზუსტად 119 წლის წინ გერმანული რეკორდმაისტერი დაარსდა. კაფე გიზელაში თერთმეტმა ახალგაზრდამ პირველი პრეზიდენტის ფრანც იონის ხელმძღვანელობით, რომელიც მიუნხენის შვაბინგში იმყოფება, მომავალი სუპერგრანდი დაარსეს. ახალი კლუბის დაარსება თავისებური აჯანყება აღმოჩნდა, რომელიც მამაკაცთა ტანვარჯიშის კლუბისგან გამოყოფაში გამოიხატა, რომელიც გაურკვეველი მოვლენები გამოიწვია.

დარეგისტრირებული წევრების რაოდენობის მაჩვენებლით (291.000) დღეს დღეობით მსოფლიოში ბაიერნი ყველაზე მსხვილი კლუბია. მსოფლიოს მასშტაბით ბაიერნს 4.400 ფან კლუბი ჰყავს (მათ შორის Rot-Weiße Treue Georgia). 119 წლის განმავლობაში რეკორდმაისტერმა უამრავი ტიტული მოიგო. გერმანიის ჩემპიონატში 28 ჩემპიონობა, 18 მოგებული გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 5 გზის გამარჯვებული, 2 საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, უეფა თასის და სუპერთასის მფლობელი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.


27-02-2019