სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი გლადბახისთვის მზადდებას შეუდგა

გრიპის და გაციების ეპიდემიამ ბაიერნის ფეხბურთელები არ შეიწყალა. სამშაბათს გლადბახთან მატჩამდე პირველ ვარჯიშზე კოვაჩს მუშაობა მხოლოდ მცირე ჯგუფთან მოუწია. მანუელ ნოიერს, სვენ ულრაიხს და მატს ჰუმელსს გრიპი აწუხებთ. კუჭის ინფექცია რობერტ ლევანდოვსკის და ფრანკ რიბერის დაუდგინეს. ტიაგომ და ლეონ გორეცკამ ინდივიდუალური პროგრამით სავარჯიშო ცენტრში იმუშავეს.

მცირე ჯგუფს ახალგზრდული გუნდის 6 ფეხბურთელი შეუერთდა. ვარჯიში 1,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფეხბურთელებმა ვარჯიშები გადაცემებზე შეასრულეს. ყველაფერი სპარინგ მატჩით დასრულდა. სათადარიგო მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით არიენ რობენი და კოკო ტოლისო მუშაობდნენ.


26-02-2019