სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

4:0! ბასტიმ ალიანც არენა გოლის გარეშე არ დატოვა

ალიანც არენაზე ბასტის ძალიან ლამაზი დახვედრა მოუწყეს. მინდორზე მოგებული ტიტულები გამოფინეს, რომლების ფონზე შვაინშტაიგერმა ფოტოები გადაიღო. ჰიონესმა და რუმენიგემ მას სამახსოვრო სუვენირები გადასცეს.

რაც შეეხება მატჩს... ნიკო კოვაჩმა ექსპერიმენტალური სასტარტო შემადგენლობა დააყენა. მინდორზე ულრაიხი, ბერნატი, სანჩესი, გნაბრი და სხვა სათადარიგო ფეხბურთელები გამოვიდნენ.

ბაიერნი მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა. ანგარიში გნაბრიმ გახსნა. მას ოდნავ რიკოშეტიც დაეხმარა. მეტოქემ კარების მიმართულებით პირველი დარტყმა მხოლოდ 30-ე წუთზე განახორციელა.

ლეონ გორეცკამ ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და მას მინდვრის დატოვება მოუწია. იმედი ვიქონიოთ, რომ ლეონს სერიოზული ტრავმა არ აქვს.

მეორე ბურთი ზანდრო ვაგნერმა თაური დარტყმით შეაგდო. ფორვარდმა ჩიკაგოს კარები კიდევ ერთხელ აიღო, მაგრამ ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაითვალა.

მეორე ნახევარი ბასტიმ ბაიერნის რიგებში ჩაატარა. ყველა ბაიერნელი 31 ნომრიანი ნომრით გამოვიდა. 50-ე წუთზე ამერიკელებს კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო წამში რენატომ მეტოქეს ბურთი აართვა. შემდეგ ბასტის დარტყმას ჩიკაგოს მცველი გადაეფარა. თამაშის ტემპი საკმაოდ დაცემული იყო, მაგრამ ამის მიუხედავადაც, მიუნხენელები ბევრ მომენტს ქმნიდნენ.

60-ე წუთზე კოვაჩმა ძველი გვარდია რობენის, რიბერის, ნოიერის, მიულერის და ა.შ. სახით შემოიყვანა.

თითქმის ეგრევე რობენმა ჩიკაგოს მესამე ბურთი გაუტანა. პარტნიორები შვაინშტაიგერზე თამაშობდნენ. ბასტიანისთვის გოლის ჩუქება სურდათ.

ამის გაკეთება შვაინშტაიგერს 83-ე წუთზე გამოუვიდა! ფლანგიდან ალაბას მიერ ჩაწოდებული ბურთი ბასტიმ ერთი შეხებით კარებში გადააგზავნა!

4:0! ბასტიმ ალიანც არენა გოლის გარეშე არ დატოვა!


29-08-2018