სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მარტინეზი კვირის ფეხბურთელად დაასახელეს

წარმატებული კვირის მშვენიერი დაბოლოება გამოვიდა. მერვედფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში ლივერპულის წინააღმდეგ ხავი მარტინეზი "დაცვის ხაზში კარგი თამაშის გარანტი აღმოჩნდა", როგორც აღნიშნა ნიკლას ზულემ. შაბათს, ბუნდესლიგის ფარგლებში, ნახევარმცველი ისევ მატჩის მთავარი გმირი გახდა. 62-ე წუთზე ესპანელმა ბურთი შეაგდო, რომელმაც რეკორდმაისტერს გამარჯვება მოუტანა. ამ წარმატების დახმარებით, სატურნირო ცხრილში ბაიერნი მინიმუმ კვირა დღის საღამომდე დორტმუნდს ქულების მაჩვენებლით დაეწია.

"ხავისთვის და მთელი გუნდისთვის მშვენიერი კვირა გამოდგა", შეაქო ესპანელი ნიკო კოვაჩმა. "გასულ მატჩში მან ისევ ბევრს გადაადგილდებოდა, იბრძოდა და გამარჯვების ბურთი შეაგდო. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", დაამატა ზულემ. სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მარტინეზი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. "მშვენიერი ადამიანია. მატჩებისთვის ყოველთვის ოპტიმალურად არის განწყობილი. ამ კვირაში უამრავი ძალები ბრძოლას დაუთმო. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ", აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა.

ფინალური სასტვენის შემდეგ მარტინეზმა მინდორზე საკუთარ ვაჟი ლუკა გამოიყვანა და მასთან ერთად გუნდს შეუერთდა, რომელიც გულშემატკივრების ტრიბუნასთან ფანებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდა. "უბრალოდ ყოველთვის გუნდისთვის დახმარების გაწება მსურს. გასულ მატჩში გუნდს გოლით დავეხმარე. შემდეგ შეხვედრებში ნებისყოფით და ბრძოლით დავეხმარები. კმაყოფილი ვარ", განაცხადა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა.

ბაიერნმა ლივერპულთან რთული მატჩის შემდეგ ოთხ დღეში ჰერტასთან შეხვედრაში გამარჯვების წყურვილი გამოავლინეს და როგორც იქნა ბერლინის წინააღმდეგ 4-მატჩიანი მოგებათა გარეშე სერია დაასრულეს. "ბოლო წლების განმავლობაში ჰერტასთან წინააღმდეგ მატჩებში ნაკლებად კარგ თამაშს ვაჩვენებდით, რაც ქულების დაკარგვაში აისახებოდა. გასულ შეხვედრაში ბრწყინვალედ არ გვითამაშია, მაგრამ შექმნილი მომენტების დახმარებით მაინც გავიმარჯვეთ. ბედმაც გაგვიღიმა, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ", აღიარა კოვაჩმა.

ბერლინელებმა ბაიერნს ამოცანის შესრულება გაურთულეს. დედაქალის გუნდის ფეხბურთელებმა მიუნხენელები აქტიური პრესინგის ქვეშ მოაქციეს და მათ ბურთის თავისუფლად გათამაშების უფლებას არ აძლევდნენ. "ჰერტა ძალიან კარგად გამოიყურებოდა. პირველ ტაიმში საკუთარი თამაშის დემონსტრირება ვერ გამოგვდიოდა", თქვა კოვაჩმა. "რა თქმა უნდა, ეს არ იყო საუკეთესო მატჩი, რომელიც ალიანც არენას უნახია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ და დაცვის ხაზში კარგი თამაში ვაჩვენეთ. გასულ შეხვედრაში ამას გადამწყვეტი როლი ჰქონდა", თვლის კაპიტანი მანუელ ნოიერი.

ორი შეხვედრა, ერთი გამარჯვება, ერთი ფრე და არც ერთი გაშვებული ბურთი - ესეთია ბაიერნის გამოსვლების შედეგი "ინტენსიური კვირის" (ნოიერის სიტყვები) განმავლობაში. "ამ მატჩებში უამრავი ძალების ჩადება მოგვიწია. ეს სხეულისთვის არც ისე დიდი დატვირთვა იყო, მაგრამ გონებისთვის პირიქით აღმოჩნდა", დაამატა ზულემ. ამ მიზეზიდან გამომდინარე კოვაჩმა გუნდს დამატებითი დასვენების დღე მისცა. "სამშაბათს სავარჯიშო პროცესს განვაახლებთ", განაცხადა მწვრთნელმა.


24-02-2019