სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რაფინიამ კოვაჩი გააკრიტიკა

"ბოლო დროს მწვრთნელი უსამართლოდ მექცევა. მიზეზი ჩემთვის უცნობია. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. შექმნილ სიტუაციაში მოტივაციის მოპოვება რთულია. ბევრს ვშრომობ, მაგრამ სათამაშო დროს არ ვღებულობ. მწვრთნელს ჩემი იმედი არ აქვს. რაზე ფიქრობს არ ვიცი. ჰაინკესის, ანჩელოტის და გუარდიოლას დროს ვთამაშობდი. მე ვერ ვხდები მიზეზი რაშია?! მწვრთნელისთვის ცნობილია, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დავტოვებ, იქნებ მიზეზს ამაში ხედავს?! დამწუხრებული ვარ, რადგანაც ზედიზედ მეოთხე მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. კარგი მოთამაშე ვარ, მაგრამ ამის დასამტკიცებლად შესაძლებლობას არ მაძლევენ. იმ შემთხვევაში თუ სათამაშო დროს არ მივიღებ, ლივერპულთან ჩემი გამოსვლა ნაკლებად სავარაუდო იქნება. იქნებ გუარდიოლა, ჰაინკესი ან ანჩელოტი ფეხბურთში არ ერკვევიან, რადგანაც მათ დროს მე მინდორზე გამოვდიოდი. ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით სეზონის პირველ ნახევარში ვთამაშობდი, ახლა შემადგენლობაში აღარ მაყენებს. ძალიან დამწუხრებული ვარ", მწვავედ გააკრიტიკა კოვაჩი რაფინიამ.


24-02-2019