სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ქულებით დორტმუნდს დაეწია

ჰერტამ შეხვედრა ძალიან აქტიური პრესინგით დაიწყო. მე-11 წუთზე ზელკემ ბურთი შეაგდო, მაგრამ მსაჯმა კარების აღება ოფსაიდის გამო გააუქმა.

მე-15 წუთისთვის ბაიერნი ბურთს დაეუფლა. კარგი დარტყმა კიმიხმა განახორციელა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა. მომენტები ლევანდოვსკის და გორეცკას ჰქონდათ.

6 წუთში 15-20 მეტრიდან გნაბრიმ დაარტყა, მაგრამ არც ისე ძლიერად და იარშტაინი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.

23-ე წუთზე კუთხურიდან ხამესმა მარტინესზე ჩააწოდა, მაგრამ ესპანელის თაური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა.

5 წუთში კალუს გარღვევა კინაღამ გოლით დასრულდა, მაგრამ ნოიერი ბოატენგმა დააზღვია და ბურთი მოიგერია.

33-ე წუთზე რიბერიმ ახლო მანძილიდან ბურთი იარშტაინს გაარტყა, მაგრამ მანამდე მსაჯმა თამაშ გარე სიტუაცია დააფიქსირა.

38-ე წუთზე ბაიერნელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ დასკვნითი გადაცემა რიბერიმდე არ მივიდა.

შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმზე მინდორზე კოვაჩმა გორეცკას ნაცვლად ტიაგო შემოუშვა.

ბაიერნი პირველივე წუთებიდან შეტევაზე გადავიდა და მეტოქე საკუთარ საჯარიმოში ჩაკეტა.

56-ე წუთზე კიმიხმა შეცდომა დაუშვა და ზელკეს კარგი მომენტი შეუქმნა. მაგრამ დასკვნითი დარტყმა ზუსტად იოზუამ მოიგერია.

60-ე წუთზე ბაიერნმა თავისას მიაღწია. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მარტინეზმა თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0!

ოთხ წუთში კომანმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მინდორზე თომას მიულერი შემოვიდა.

84-ე წუთზე რეკიკმა ლევანდოვსკისთან ორთაბრძოლაში უხეშად ითამაშა და მსაჯმა მცველმა პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.

ალაბამ საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა, მაგრამ იარშტაინმა მოიგერია პირდაპირ მიულერზე, მაგრამ თომასმა კარებს სამწუხაროდ ააცილა.

კომპენსირებულ დროში დუდამ გაისროლა, მაგრამ ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

ბაიერნმა გამარჯვება მოიპოვა და ქულებით დორტმუნდს დაეწია.


23-02-2019