სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰაინკესი ტოლისოს, ხამესის და გორეცკას შესახებ

"ხამესი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. ქუჩის ფეხბურთის წარმომადგენელია. მას მინდორზე გადაცემების შესრულების გარდა ყოველ ბურთზე ბრძოლაც შეუძლია. თავის დროზე ზე რობერტო მიყვებოდა, რომ სამხრეთ ამერიკაში ახალგაზრდებს ძირითადად ორი გზა აქვთ, ან ფეხბურთში ბოლომდე წასვლა, ან კრიმინალში გახვევა. ხამესმა დაამტკიცა, რომ ხასიათი გააჩნია და უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდა. გორეცკა მშვენიერი ფეხბურთელია, მაგრამ მას განვითარება სჭირდება. მან ბაიერნის დონეს უნდა აკმაყოფილებდეს. ტოლისო სუპერ მოთამაშეა, რომელსაც მშვენიერი ხასიათი გააჩნია", აღნიშნა იუპ ჰაინკესმა.


28-08-2018