სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ბუნდესლიგას უბრუნდება

ლივერპულთან პირველი შეხვედრა წარსულს ჩაბარდა. ბაიერნელები ბუნდესლიგის რეჟიმს დაუბრუნდნენ. საღამოს ალიანც არენაზე რეკორდმაისტერი ჰერტას უმასპინძლებს. მიუნხენელების რიგებში გამარჯვების მოპოვება სურთ, რომელიც დორტმუნდზე ზეწოლას გააძლიერებს.

"სატურნირო ცხრილში დორტმუნდი ლიდერობს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 3 ქულა გვაშორებს. ისევ იმ პოზიციაზე არიან, რომელზეც ყოფნა ჩვენ გვსურს", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ 23-ე ტურის დაწყებამდე. ნიკო კოვაჩი გუნდისგან ჩემპიონთა ლიგიდან ბუნდესლიგაზე გადართვას ითხოვს. "ჩემპიონატში მომატება გვმართებს. ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, წარსულს ჩაბარდა. გამარჯვების მოპოვება გვსურს და აუცილებლად ეს მატჩი უნდა მოვიგოთ, იმისთვის რომ ბუნდესლიგაში პირველობისთვის შანსები შევინარჩუნოთ", აღნიშნა მწვრთნელმა და აქვე დაამატა: "გამარჯვების შემთხვევაში დორტმუნდს ქულებით დავეწევით და მათ მეორე დღეს აუცილებლად მოგების მოპოვება მოუწევთ".

მიუნხენელებს კონკურენტზე ზეწოლის გაზრდა სურთ, რომელსაც კვირას საშინაო მატჩის გამართვა ლევერკუზენის წინააღმდეგ ელის. ბაიერნის ბანაკში ვარაუდობენ, რომ ლივერპულთან შეხვედრაში მოპოვებული დადებითი ემოციები დასახული ამოცანის მიღწევაში დაეხმარებიან. "გასულ მატჩში უამრავი დადებითი მომენტი იყო, რომლებიც ჰერტასთან გამოყენება შეგვიძლია", განაცხადა კოვაჩმა. სპეციალისტმა პირველ რიგში დაცვის ხაზის საიმედო თამაში აღნიშნა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მსოფლიო დონის გუნდის წინააღმდეგ ნულზე თამაში შევძელით. იმ შემთხვევაში, თუ ბუნდესლიგაშიც ესე ვითამაშებთ, მაშინ ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ", თვლის 47 წლის მწვრთნელი. მომდევნო შეხვედრაში, ასევე როგორც ლივერპულში, კოვაჩს ჯერომ ბოატენგის დახმარებაზე უარის თქმა მოუწევს. მატს ჰუმელს გრიპი აწუხებს. რობენი და ტოლისო მინდორზე გამოსასვლელად მზად ისევ არ არიან.


23-02-2019