სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს ნიკო კოვაჩი იუბილეს იზეიმებს! ჰერტასთან შეხვედრაში, რომლის რიგებში ხორვატმა 1991-96 წწ. და შემდეგ 2003-06 წწ. საერთო ჯამში ბუნდესლიგაში 75 მატჩი ჩაატარა, 47 წლის სპეციალისტმა მწვრთნელის რანგში 100-ე შეხვედრას გამართავს.

ბერლინში დაბადებული კოვაჩი ჰერტას, რა თქმა უნდა, კარგად იცნობს. ბოლო შეხვედრიდან მოგონებები, რომელიც 18 დღის წინ ჩატარდა, ჯერ კიდევ ახალია. შეგახსენებთ, რომ გუნდები ერთმანეთს გერმანიის თასის მერვედფინალში დაუპირისპირდნენ. დამატებით დროში ბაიერნმა ჰერტა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ამით წარუმატებელ სერიას, რომელიც 4 მატჩისგან (3 ფრე და მარცხი) შედგებოდა ბოლო მოუღო. მომდევნო შეხვედრაში მიუნხენელებს ტრიუმფის გამეორების კარგი შანსები გააჩნია. მიუნხენში დედაქალაქის გუნდს უკვე 23 შეხვედრის განმავლობაში გამარჯვება არ მოუპოვებია (ბაიერნის 18 მოგება და 5 ფრე). უკანასკნელად ჰერტამ ბავარიული მიწის დედაქალაქში გამარჯვება 1977 წლის ოქტომბერში იზეიმა (2:0). ალიანც არენაზე ჩატარებულ 4 უკანასკნელ მატჩში ჰერტა მინდორს გატანილი ბურთის გარეშე ტოვებდა.

შაბათს გუნდები ერთმანეთს ბუნდესლიგის ფარგლებში 68-ედ შეხვდებიან. ბაიერნის აქტივშია 38 გამარჯვება. 19 მატჩი ფრედ დასრულდა და 10 შეხვედრაში მეტოქემ გაიმარჯვა. ჰერტას არც ერთ სხვა გუნდთან ამდენი მარცხი და გაშვებული გოლი არ აქვს (152).

შაბათს, ბაიერნს ცოტა ხნით მაინც სექტემბრიდან პირველად სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნება შეუძლია. დორტმუნდი თავის შეხვედრას ლევერკუზენის წინააღმდეგ კვირა დღეს გამართავს. აქედან გამომდინარე ნიკო კოვაჩის გუნდს, რომელმაც უკანასკნელ 10 შეხვედრაში 27 ქულა დააგროვა, მეტოქეზე ზეწოლის გაძლიერება შეუძლია. ამ დროის მონაკვეთში ბაიერნზე წარმატებული არც ერთი სხვა გუნდი არ ყოფილა.

მიმდინარე ჩემპიონატში იოზუა კიმიხმა საკუთარ ანგარიშზე უკვე 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მცველი ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტია. 24 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონის მაჩვენებელი გაიმეორა და დიდი ალბათობით ამას გააუმჯობესებს, რადგანაც წინ კიდევ 12 ტურია სათამაშო.


22-02-2019