სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბოატენგი ისევ მწყობრშია

ხუთშაბათს, დასვენების დღის შემდეგ, ბაიერნელები ზებენერ შტრასეს მინდორზე ისევ გამოვიდნენ. ორი დღით ადრე მიუნხენელები ენფილდზე ლივერპულის წინააღმდეგ 0:0 ითამაშეს. ნიკო კოვაჩმა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები სავარჯიშო ცენტრში გააგზავნა, სადაც მოთამაშეებმა ძალები ინდივიდუალური პროგრამით აღადგინეს. ენფილდზე რთულ მატჩს ტრავმები არ მოჰყოლია.

"ამ მომენტისთვის ყველა თავს კარგად გრძნობს. ტრავმირებულები არ გვყავს", თქვა კოვაჩმა. მწვრთნელი იმედს იტოვებს, რომ ჰერტასთან შაბათის მატჩისთვის ყველანი მზადყოფნაში იქნებიან.

კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ორი ფეხბურთელი რჩება: მატს ჰუმელსი გაციებულია, ლეონ გორეცკას მარჯვენა ტერფი აწუხებს. ნახევარმცველი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. "დასკვნით ვარჯიშს დაველოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ ლეონს ტკივილი არ შეაწუხებს მაშინ მინდორზე გამოვა", თქვა კოვაჩმა.

რეკორდმაისტერის რიგებს ჯერომ ბოატენგი დაუბრუნდა. ლივერპულში მცველმა გამგზავრება კუჭის ინფექციის გამო ვერ შეძლო. ხუთშაბათს მსოფლიო ჩემპიონი სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა.

ტრავმირებული არიენ რობენი და კოკო ტოლისო, რომლებიც აღდგენითი პროგრამით მუშაობენ, ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ.


22-02-2019