სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მარტინეზმა ლივერპულთან გაიბრწყინა

ჰასან სალიჰამიჯიჩმა მის თამაშს "შესანიშნავი" უწოდა, კოვაჩმა "ფანტასტიური" და ჰუმელსმა "წარმოუდგენლად ძვირფას" ფეხბურთელად დაარქვა. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლივერპულის წინააღმდეგ მარტინეზმა ღირშესანიშნავი თამაში აჩვენა, ყველა მხრიდან შექება დაიმსახურა. "თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება, ეს მარტინეზია", განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ესპანელი ყველგან ასწრებდა. მონაწილეობა გუნდის უამრავ ორთაბრძოლაში მიიღო. "მის წინაშე ქედს ვიხრი", გააკეთა მოკლე კომენტარი მატჩის შემდეგ მანუელ ნოიერმა. "ესეთ მატჩებში მშვენიერ თამაშს ხშირად აჩვენებს. ეს პირველ რიგში დაცვას ეხება. ბევრს აზღვევდა, ბოლო წუთებამდე იხარჯებოდა და ყოველ ორთაბრძოლას სრული სერიოზულობით ეკიდებოდა".

მატს ჰუმელსს ზუსტად ეს თვისება მოწონს: "ხავი ძალიან ბევრს იბრძოდა და ყველა ორთაბრძოლაში ბოლომდე იხარჯებოდა". ამით მარტინეზმა კოვაჩს გაწეული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ყველაფერი ნიკო კოვაჩის მიერ გამომუშავებული გეგმით განვითარდა. "ამ სტადიონზე გამოცდილი ფეხბურთელების დაყენება მსურდა", განაცხადა კოვაჩმა, რომელმაც თავისი ფეხბურთელის ბავშვობის ოცნების რეალიზებაში დაეხმარა.

"ბავშვობაში ამ სტადიონზე თამაშზე ვოცნებობდი", თქვა მარტინეზი. აქედან გამომდინარე მარტინეზი უბრალოდ გაუჩერებელი იყო, მან გუნდის ძლიერ თამაშში დიდი წვლილი შეიტანა. 2013 წლის ტრიპლეტის მფლობელი ენფილდზე რეკორდმაისტერის განსახიერების სიმბოლო გახდა.

შექების გარდა ბასკმა ახალი მეტსახელი მიიღო. ახლა მას Javi "Maschinez"-ს ეძახიან. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ისევ დაამტკიცა, რომ საჭირო მომენტში საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ამავდროულად გუნდურ მოთამაშედ რჩება.

"გუნდისთვის დახმარების გაწევა ყოველთვის მსურს. მინდორზე ბოლომდე ვიხარჯები და როდესაც თადარიგში ვრჩები მინდორზე გასასვლელად ყოველთვის მაქსიმალურად ვემზადები". მომდევნო კვირების განმავლობაში ბაიერნს სამივე ტურნირზე მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა ელის. სამივე ტურნირზე გადამწყვეტი სტადია იწყება. ესეთი შესანიშნავი მარტინეზით რეკორდმაისტერს არაფრის არ უნდა ეშინოდეს.


21-02-2019