სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ევროპული პრესის მიმოხილვა

ინგლისი

Mirror: "იურგენ კლოპის "Heavy Metal"-ის სტილის ფეხბურთი გამოცდილ ბაიერნელების მიერ გაჩერებული იქნა. შეჩვეულები ვართ, რომ ევროთასის საღამოს დროს საკუთარ სტადიონზე ლივერპული მეტოქეებს ანადგურებს. ესეთ სტილში გუნდი წინა გათამაშების ფინალამდე მივიდა. მაგრამ ბაიერნმა ძალიან ჭკვიანური და გამოცდილი თამაში აჩვენა და ხაფანგს თავი გააღწია. ამით ლივერპული ძალიან დაამწუხრა".

Independent: "ინტენსიური და ტაქტიკური ორთაბრძოლა, რომელმაც ევროპული ფეხბურთის წარსული დღეები გაგვახსენა".

The Telegraph: "ბაიერნი ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი აღმოჩნდა. ხაფანგს თავი გააღწია, რომელშიც სხვა გუნდები ხვდებოდნენ და რომლებიც აქ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ჩამოდიოდნენ და შემდეგ სტადიონს დარღვეული და განადგურებული მიზნებით ტოვებდნენ".

The Sun: "ბავარიელებმა "წითლების" სვლა შეაფერხეს და ახლა მიუნხენური შეხვედრის წინ რთულ სიტუაციაში ჩააყენეს. ალიანც არენაზე ბაიერნის დამარცხება ან გასვლითი გოლის უპირატესობის მოპოვება ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ლივერპულმა ბაიერნის გარღვევა ვერ მოახერხა. მიუნხენელებმა სალაჰ-ფირმინო-მანეს სამეულის სიჩქარის განეიტრალება მოახერხა".

Liverpool Echo: "ლივერპულისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში მოგზაურობა 90 წუთით ბაიერნის წინააღმდეგ დაიწყო, რომლების დავიწყება ეგრევე გვსურს".

Daily Mail: "მანემ და მატიპმა მშვენიერი მომენტები ვერ გამოიყენეს. ბაიერნმა ლივერპული შეაჩერა, მაგრამ შანსები ისევ თანაბარია".

იტალია

Gazzetta dello Sport: "ლივერპულმა თავისი დონე ვერ აჩვენა. აქედან ბაიერნმა სარგებელი გამონახა. მზადყოფნამ და ბრძოლისუნარიანობამ გადამწყვეტი როლის ითამაშეს. საუკეთესო ფეხბურთელი ხავი მარტინეზი იყო, რომელიც ყოველ ბურთზე იბრძოდა და დისპეტჩერის ფუნქციებს ასრულებდა".

Corriere della Sera: "ბაიერნი კლოპის ჯოჯოხეთში დაბრუნდა და მატჩის ნულოვანი ფრედ დასრულება მოახერხა, რაც სავსებით ცუდი შედეგი არ არის".

ავსტრია

Kurier: "ბაიერნი ლივერპულში 0:0-ით კმაყოფილი უნდა დარჩეს. დავიდ ალაბამ და კომპანიამ მერვედფინალური სტადიის პირველ რაუნდში "წითელი საფრთხის" განეიტრალება მოახერხეს და საპასუხო შეხვედრის წინ უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც 13 მარტს შედგება. ბაიერნს ენფილდ როუდის ატმოსფეროს არ შეეშინდა. პირველი წუთებიდან თამაშს ტონს აძლევდა და მეტოქეზე შთამბეჭდავი შთაბეჭდილება დატოვა".

შვეიცარია

Blick: "ეგრევე გახდა ნათელი, რომ "You’ll Never Walk Alone"-ით ბაიერნს ვერ შეაშინებ".


21-02-2019