სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლივერპულს ვან დეიქი დააკლდება

ბაიერნთან შეხვედრას ლივერპული საკადრო პრობლემებით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ვირჯილ ვან დეიქი გამოტოვებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ვაინალდუმის, შაქირის და ლოვრენის თამაშიც. ჯო გომესს ტრამვა აწუხებს და ის ვერ ითამაშებს.

"ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი საღამო და ძალიან ემოციური შეხვედრა გველოდება. ამით ჩვენმა გუნდმა სიამოვნება უნდა მიიღოს. 100%-ით კონცენტრაცია გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში უშანსოდ დავრჩებით", აღნიშნა იურგენ კლოპმა.


19-02-2019