სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლივერპულთან მატჩის წინ ბაიერნი ძალიან კონცენტრირებულია

ყველაფერი ან არაფერი - ასეთია ბაიერნის დევიზი ჩემპიონთა ლიგაზე. სამშაბათს, ჩვენი დროით, 23.55 წუთზე ენფილდზე ბაიერნი ლივერპულს დაუპირისპირდება. ნიკო კოვაჩი ფეხბურთელების წინაშე ამოცანას აყენებს, რომლის თანახმად ბაიერნს საპასუხო შეხვედრამდე სასურველი შედეგის მოპოვება მმართებს. ალიანც არენაზე მატჩი 13 მარტს გაიმართება.

"ჩვენთვის ცნობილია, რა ატმოსფერო გველოდება. როდესაც საქმე დიდ ბატალიებს ეხება ეს სტადიონი ორმაგად შესანიშნავია. აქედან გამომდინარე, მატჩს ანთებული გულით და ცივი გონებით უნდა შევხდეთ. ეს დაპირისპირება ნახევარფინალის ტოლფასია. უმაღლესი დონის ჭიდილი გველის. ამის დიდი მოლოდინი გამაჩნია", განაცხადა ინგლისში გაფრენამდე სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ლონდონში ბაიერნი გასვლით შეხვედრებში 8 მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩაფრინდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებში რეკორდმაისტერი მინიმუმ 2 გოლს იტანდა. "გასვლით მატჩში გოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი გატანა შესანიშნავი იქნებოდა", აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა. მაგრამ ბაიერნელებს მზადდება რთული შეხვედრისთვის ელით, რადგანაც ენფილდზე არც ერთ გერმანულ გუნდს ჯერ არ მოუგია. 18 მატჩში 15 მარცხი. ენფილდზე ბაიერნმა ორჯერ ითამაშა - 1971 და 1981 წწ.. ორივეჯერ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

"უმაღლესი დონის მატჩი იქნება. ყველას დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. არსებული ვარიანტებიდან ყველაზე რთული წილისყრის შედეგი მივიღეთ. ლივერპული წინა გათამაშების ფინალში მონაწილეობდა. ახლაც ფავორიტების რიცხვში შედიან. მაგრამ ჩვენ ბაიერნი ვართ და ლივერპულში აცნობიერებენ, რომ საპასუხო შეხვედრის გამართვა მიუნხენში მოუწევთ", განაცხადა კოვაჩმა.

"ლივერპულში საკუთარ ძალებში რწმენით ჩავფრინდით. კარგი თამაშის დემონსტრირება და საპასუხო შეხვედრის წინ კარგი შედეგის მოპოვება გვსურს", თქვა ლეონ გორეცკამ. "ლივერპულთან მატჩებში სხვა მეტოქეების გასაგონად ძახილი ნიშნის დასმა შეგვიძლია", დაამატა ცენტრალურმა მცველმა ნიკლას ზულემ. მატს ჰუმელსი თანაგუნდელებს აფრთხილებს, რომ საქმე "მართლაც რომ შესანიშნავ გუნდთან" ექნებათ. "ბრძოლა 90 წუთის განმავლობაში გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამარცხება და ჩაძირვა შეიძლება".

ლივერპულში ბაიერნი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ჩავიდნენ. თომას მიულერი დისკვალიფიცირებულია. ჟერომ ბოატენგს კუჭის ინფექცია აწუხებს. მაგრამ კომანი, რომელმაც აუგსბურგთან ტერფის მცირე დაზიანება მიიღო, გუნდთან ერთად არის. "თავს ოდნავ უკეთ გრძნობს", თქვა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ფრანგის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ მხოლოდ სამშაბათს მიიღებენ.

გუნდთან ერთად არ გაფრინდა ფრანკ რიბერი, რომლის მეუღლეს მეხუთე ბავშვი შეეძინა. მაგრამ ორშაბათს საღამოს ფრანგი ვინგერი უკვე ლივერპულში იმყოფებოდა. ტოლისოსთვის, რომელსაც მუხლის სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მინდორზე გამოსვლა ჯერ ნაადრევია.


19-02-2019