სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მერსისაიდელები მიუნხენელების წინააღმდეგ. სამშაბათს მერვედფინალურ სტადიაზე ერთმანეთს ევროპული გრანდები დაუპირისპირდებიან. ორივე კლუბა ეს ტურნირი ხუთჯერ მოიგეს (ჩემპიონთა თასის აღრიცხვით). უფრო მეტჯერ მხოლოდ რეალს (13) და მილანს (7) აქვთ მოგებული. წინა 7 შეხვედრაში მცირე უპირატესობა ლივერპულს აქვს - 2 მოგება და 4 ფრე.

უკანასკნელად ბაიერნი ლივერპულს 2001 წლის სუპერთასზე შეხვდა (2:3). მაშინ რეკორდმაისტერის შემადგენლობაში ძმები კოვაჩები გამოდიოდნენ, რომლებიც ახლა გუნდს წვრთნიან, ასევე ჰასან სალიჰამიჯიჩი თამაშობდა - გუნდის მოქმედი სპორტული დირექტორი. საერთო ჯამში რეკორდმაისტერი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ წარმატებულად გამოდიოდა. უკანასკნელი 3 შეხვედრა (ყველა არსენალის წინააღმდეგ) მოგებული ჰქონდა. აქედან ორჯერ დიდი ანგარიშით - 5:1. ასევე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 5 პლეიოფის დაპირისპირებაში ბაიერნი ყოველთვის შემდგომ სტადიაზე გადიოდა.

ბოლო დროს ბაიერნი გასვლით შეხვედრებს შესანიშნავად ატარებს. 2017 წლის სექტემბერში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ (0:3) ბაიერნს წაუგებელი 8-მატჩიანი სერია დაუგროვდა. აქედან მიუნხენელებმა 6 გამარჯვება მოიპოვეს. ლივერპულის სახით ბაიერნს ძალიან ძლიერი მეტოქე ელოდება, რომელიც საკუთარ კედლებში უკვე 19 მატჩის განმავლობაში არ აგებს. მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ სტადიაზე ლივერპულმა სამივე შეხვედრა მოიგო. ენფილდზე გერმანულ კლუბებს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია - 3 ფრე და 14 მარცხი. ბაიერნს ისტორიული გამარჯვების მოპოვების შანსი გააჩნია!

ჯგუფური ეტაპის 6 შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ 8 ბურთი გაიტანა. პოლონელი ფორვარდი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. პირველად ისტორიაში გერმანული კლუბის ფეხბურთელმა ამდენი ბურთის შეგდება შეძლო. ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირს მხოლოდ 3 გოლი დაუგროვდა, მაგრამ ნიკო კოვაჩის გუნდში ეგვიპტელს დიდ ყურადღებას მოაქცევენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ლივერპულის მიერ გამართულ საშინაო 9 შეხვედრაში აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელმა მონაწილეობა გუნდის 12 გოლში მიიღო (9 ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა).

დისკვალიფიკაციების გამო ლივერპულს და ბაიერნს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან. მერსისაიდელებს ვირჯილ ვან დეიქი დააკლდება, რომელმაც ნაპოლისთან შეხვედრაში მესამე ყვითელი ბარათი მიიღო. თომას მიულერმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგანაც აიაქსთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ენდრიუ რობერტს და იოზუა კიმიხს 2 ყვითელი აქვთ და მათ ფრთხილად თამაში მმართებთ. შეგახსენებთ, რომ სამშაბათის შეხვედრას იტალიელი არბიტრი ჯანლუკა როქი განსჯის. მისი მონაწილეობით მიუნხენელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს.


18-02-2019