სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ჯერდან შაქირისთან

შაქ, რა აკეთებს ლივერპულს განსხვავებული გუნდად?
"ენფილდზე ძალიან განსხვავებული ატმოსფერო სუფევს. წინა წლებში ამ სტადიონზე სტოქის რიგებში გამოვდიოდი. ეგრევე ვიგრძენი, რომ ლივერპული საკუთარი გულშემატკივრებისთვის ბევრს ნიშნავს. ფანები მთელი ძალით ქომაგობენ. ქალაქი ამ კლუბით ცხოვრობს. ამ სტადიონზე მოხვედრა უბრალოდ ფანტასტიური გამოცდილებაა, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვისაც".

უკანასკნელად "წითლები" ჩემპიონის ტიტულს 29 წლის წინ დაეუფლნენ!
"აქედან გამომდინარე ჩემპიონატის მოგების დიდი სურვილი გაგვაჩნია. ბოლო წლებში იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით გუნდმა დიდ პროგრესს მიაღწია. ახლა სწორ გზას ვადგავართ და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მოხარული ვარ იმით, რომ საერთო საქმეში ჩემი წვლილი შემაქვს".

რა რეაქცია ჰქონდა გუნდს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგზე?
"მსურდა, რომ ბაიერნი ამოსულიყო. მიუნხენში შესანიშნავი ორი წელი ჩავატარე და ამ ქალაქის კიდევ ერთხელ სტუმრობით მოხარული ვიქნები. 2015 წლიდან, ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, მიუნხენში არ მითამაშია. ჩემთვის განსხვავებული მატჩი იქნება".

მაგრამ უფრო მარტივი მეტოქის ამოსვლა შეიძლებოდა...
"რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ვხდებოდით, რომ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, ტოპ დონის გუნდს შევხდებოდით. ახლა საუკეთესო თამაშის დემონსტრირება გვმართებს. ეს ჩვენთვის მოვალეობას წარმოადგენს".


18-02-2019