სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ენფილდის მოლოდინშია

ბარსელონა, მადრიდი, მანჩესტერი, მილანი, ლონდონი და ახლო წარსულში ლისაბონი, ათენი და ამსტერდამი. ევროპაში ალბათ არ მოიძებნება სტადიონი სადაც ბაიერნს თავისი სავიზიტო ბარათი არ დაუტოვებია. მაგრამ ბოლო წლებში რეკორდმაისტერს ლივერპულში ენფილდ როუდზე თამაში არ მოუწია. მაგრამ სამშაბათს გუნდი ამას გამოასწორებს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის ფარგლებში ბაიერნი ენფილდ როუდზე ითამაშებს.

"ყველას ამ მატჩის დიდი მოლოდინი გააჩნია", თქვა სერჟ გნაბრიმ, რომელსაც ჰოფენჰაიმის რიგებში ენფილდზე თამაში უკვე მოუწია. "განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს, მატჩის განმავლობაში განუმეორებელი გრძნობები გეუფლება". ნიკო კოვაჩი ასევე მატჩის მოლოდინშია: "ვიცით, რომ ენფილდ როუდზე არა ერთი ჯადოსნური საღამო იყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენიც ეგეთი იქნება", განაცხადა წილისყრის შემდეგ ხორვატმა სპეციალისტმა.

ენფილდი 1884 წელს ააშენეს და დამწყებ სტადიაზე ევერტონის საშინაო არენად ითვლებოდა. 1892 წელს "die Toffees" ჰუდისონ პარკზე გადაბარგდნენ. ამის შემდეგ კლუბი ლივერპული დააფუძნეს, რომლისთვის ენფილდი საშინაო სტადიონად იქცა.

სტადიონი დასახლებულ უბანში მდებარეობს, რომელსაც ამავე სახელწოდება აქვს. არენას ბოლო რეკონსტრუქცია 2015 წელს ჩაუტარდა. ოთხი ტრიბუნა -Main Stand, Anfield Road Stand, Kenny Dalglish Stand და The Kop 54073 გულშემატკივარს იტევს. ინგლისში ამ მაჩვენებლით ენფილდი მეექვსე ადგილს იკავებს.

ენფილდი მსოფლიოში ერთ-ერთ "ცოცხალ" სტადიონად ითვლება. 60-ანი წლებიდან დაწყებული ყოველი მატჩის დაწყებამდე განთქმული სიმღერა - "You'll never walk alone" ჟღერს.

გასახდელიდან მინდორზე გზა უკვე განსხვავებულია, რადგანაც გასასვლელი ძალიან ვიწროა და მეტოქეები ერთმანეთს ხშირად ეტაკებიან. 60-ან წლებში ლეგენდარულმა ბილ შენკლიმ გასახდელის შესასვლელთან ფარი ჩამოკიდა, რომელზეც წერია "ეს ენფილდია". ეს მეტოქე გუნდისთვის გაფრთხილების მანიშნებელია: ეს ენფილდია, თქვენ უშანსოდ იქნებით. მინდორზე გამოსვლამდე ლივერპულის ფეხბურთელები ამ ფარს ეხებიან, რადგანაც ითვლება, რომ ეს ბედის მომტანია.

ენფილდზე ჩატარებული მატჩები გერმანული კლუბებისთვის კოშმარული იყო. 18 შეხვედრიდან 15 მარცხით დასრულდა. ენფილდზე ბაიერნს თამაში სამჯერ მოუწია: 1973 წელს თასების თასის და 10 წლის შემდეგ ჩემპიონთა თასის გათამაშებაში შეხვედრები ნულოვანი ფრედ დასრულდა. 1970/71 წწ. მეოთხედფინალში მიუნხელები 0:3 დამარცხდნენ.

უკანასკნელად ბაიერნი ენფილდზე 2018 წლის მარტში გამოდიოდა. მაშინ ამ გუნდებს შორის ლეგენდების მატჩი გაიმართა. 54.000 გულშემატკივარი დაუვიწყარი შეხვედრის მომსწრენი გახდნენ, რომელიც ანგარიშით 5:5 დასრულდა. სამშაბათს ნიკო კოვაჩის გუნდს ლეგენდარულ ენფილდზე ისტორიული გამარჯვების მოპოვების შანსი ექნება.


17-02-2019