სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომანი სირბილს დაუბრუნდა

კვირა დღე მიუნხენში მზიანი და თბილი გამოდგა, აქედან გამომდინარე გუნდი ვარჯიშზე ორმაგად კარგი განწყობით გამოვიდა. ნიკო კოვაჩს მშვენიერი ამინდის გარდა კარგი განწყობისთვის კიდევ ერთი საბაბი ჰქონდა: კინგზლი კომანმა, რომელმაც აუგსბურგთან შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო, სირბილს დაუბრუნდა. ორშაბათს ფრანგი გუნდთან ერთად ლივერპულში გაემგზავრება, სადაც სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის პირველი შეხვედრა გაიმართება.

22 წლის ფრანგმა ჯერ სავარჯიშო ცენტრში იმუშავა, შემდეგ კი დრო სირბილს დაუთმო. აუგსბურგთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი თავს კარგად ისევ გრძნობს. ნიკო კოვაჩმა უკვე თქვა, რომ კომანს მატჩის განაცხადში შეიყვანს.

ბავარიულ დერბიში ფრანგმა ვინგერმა თავისი მნიშვნელობა გუნდისთვის დაამტკიცა. კომანმა დუბლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 71-ე წუთზე კომანს ჰეთ-ტრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ თაური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. აღსანიშნავია, რომ 10 დღის განმავლობაში კომანი მატჩის გმირი ორჯერ გახდა. სათასო შეხვედრაში ჰერტას წინააღმდეგ ფრანგმა თავისი გოლით ბაიერნს გამარჯვება მოუტანა.

"ყველასთვის ნათელია, რომ კომანი ღირშესანიშნავი ფეხბურთელია. როდესაც ჯანმრთელია და საუკეთესო კონდიციებში იმყოფება, მაშინ გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს", განაცხადა ჰუმელსმა აუგსბურგთან მატჩის შემდეგ. "კომანის წყალობით გუნდი განსხვავებულ დინამიკას ეუფლება. თამაშის ყველანაირი აღქმა იცვლება", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


17-02-2019