სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფინალის მეოცე წლისთავი

ბაიერნისთვის ეს მარცხი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო და მანჩესტერისთვის პირიქით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საუბარია 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა. ბაიერნი შეხვედრას ანგარიშით 1:0-ს იგებდა და მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც მანჩესტერმა ანგარიში ჯერ გაათანაბრა და შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა. იმ სეზონში მანკუნიელებმა ისტორიული ტრიპლეტის მოგება შეძლეს.

20 წლის შემდეგ, 2019 წლის 26 მაისს, ოლდ ტრაფორდზე დაუვიწყარი ფინალის გამეორება შედგება: მანჩესტერის ლეგენდები ბაიერნის ლეგენდებს უმასპინძლებენ.

"მართლაც რომ მშვენიერი ღონისძიება იქნება. ყველას დიდი მოლოდინი გაგვაჩნია", აღნიშნა ბაიერნის ლეგენდების კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა. მათეუსთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას ასევე ჯოვანე ელბერიც მიიღებს. 1999 წელს ელბერმა მუხლის სერიოზული ტრავმის გამო ფინალი გამოტოვა. ახლა ბრაზილიელი მომდევნო შეხვედრას ძალიან ელოდება. "ამ მშვენიერ სტადიონზე დიდი სიამოვნებით ვითამაშებ", განაცხადა ელბერმა.

მანჩესტერს მწვრთნელის რანგში სერ ალექს ფერგიუსონი გაუძღვება. "ოლდ ტრაფორდზე ამ განსაკუთრებული დღის დიდ მოლოდინში ვიმყოფები", თქვა სერ ალექსმა, რომელმაც მანჩესტერთან ერთად 38 ტიტული მოიპოვა. "ეს მატჩი ძველ მეგობრებთან შესახვედრად მშვენიერი შესაძლებლობაა".


17-02-2019