სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

აუგსბურგში ბაიერნმა ხასიათი გამოავლინა

"ითვლება, რომ ხანდახან გენერალური რეპეტიციები კარგად არ იმართება, მაგრამ საუკეთესო თამაშის დემონსტრირება მთავარ შეხვედრაში უფრო მნიშვნელოვანია. ბაიერნის ფეხბურთელები აუგსბურგთან რთული გამარჯვების შემდეგ სწორი დასკვნების გამოსატანად მზად არიან. აუგსბურგთან მატჩში მიუნხენელებმა ის თვისებები გამოავლინეს, რომლებიც ლივერპულთან შეხვედრაში დასჭირდებათ. "გამარჯვების მოსაპოვებლად ნებისყოფა გამოვავლინეთ", განაცხადა თომას მიულერმა. მას დავიდ ალაბაც დაეთანხმა, რომელმაც აქცენტი გუნდის "ხასიათზე" გააკეთა.

სასტარტო სასტვენის შემდეგ, რამდენიმე წამში ბაიერნმა პირველი დარტყმა მიიღო: საფლანგო გადაცემის შემდეგ ლეონ გორეცკამ ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა. ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტოგოლი დაფიქსირდა. "ძალიან სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ საკუთარი თამაშის დალაგება მოვახერხეთ", თქვა ალაბამ. მე-17 წუთზე კომანმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მაგრამ რამდენიმე წუთში ჯიმ არაფრისგან ბაიერნს მეორე ბურთი გაუტანა.

ნოიერის დახასიათებით ბაიერნმა "ცივი შხაპი" ორჯერ მიიღო. მაგრამ ეს გარემოებები მიუნხენელებს არჩეული გეზისგან გადახრა არ აიძულეს. შესვენების დასრულებამდე, დამატებულ დროში, ბრწყინვალე კინგზლი კომანმა ანგარიში ისევ გაათანაბრა. "შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ნახევარში საკუთარი თამაში მოვიპოვეთ და მატჩში გარდატეხის შეტანა მოვახერხეთ, რომელიც თავის სასარგებლოდ დავასრულეთ", აღნიშნა მანუელ ნოიერმა. მეორე ტაიმში ბაიერნი დომინირებდა და 53-ე წუთზე ალაბას გოლის შემდეგ წინ გავიდა.

"მატჩის განმავლობაში ჩემი გუნდი ორჯერ აგებდა და შემდეგ ბიჭებმა ორჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მეორე ტაიმში ვდომინირებდით. უამრავი საგოლე მომენტის გათვალისწინებით დამსახურებლად გავიმარჯვეთ", სიამოვნებით განაცხადა ნიკო კოვაჩმა. მაგრამ ხორვატი სპეციალისტი ამბობს, რომ სამშაბათს გუნდს მომატება მმართებს. "ლივერპულში განსხვავებული თამაშის დემონსტრირება გვჭირდება. მაგრამ მანდ კონცენტრაცია უფრო მაღალ დონეზე გვექნება აყვანილი", განაცხადა 47 წლის მწვრთნელმა. კოვაჩმა ის მიზეზები ახსნა, რომლის თანახმად ბაიერნს აუტსაიდერთან მატჩში სირთულეების გადატანა მოუწია. "შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელი ფიქრებით უკვე ლივერპულში იმყოფებოდნენ. კარგი ფაქტი არ არის, მაგრამ მე მათი მესმის".

კოვაჩი და მისი ფეხბურთელები გენერალური რეპეტიციიდან სწორ დასკვნებს გამოიტანენ, ამის შესახებ დაწერა დარწმუნებით შეიძლება. "დაცვის ხაზში განსხვავებული თამაშის დემონსტრირება გვმართებს. ლივერპული აუგსბურგზე უფრო შემტევი გუნდია. ბევრს მომენტს შექმნიან", გააფრთხილა თანაგუნდელები მანუელ ნოიერმა. გამარჯვების გოლის ავტორი თვლის, რომ დადებითმა მომენტებმა უარყოფითი გადაწონეს. "გასულ შეხვედრაში ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, რომლებიც მომდევნო შეხვედრაში დაგვეხმარება. ახლა სრულიად ლივერპულის წინააღმდეგ მატჩზე გადავერთვებით", აღნიშნა ალაბამ.


17-02-2019