სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რთული, მაგრამ წარმატებული გენერალური რეპეტიცია

აუგსბურგში ბაიერნმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. მაგრამ ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. მატჩის უკვე მე-14 წამზე ბურთი საკუთარ კარებში გორეცკამ ჩაჭრა... 1:0.

შემდეგ მიუნხენელებმა თამაში გამოასწორეს და 17-ე წუთზე ანგარიში კომანმა გაათანაბრა, 1:1.

სამწუხაროდ დაცვაში დაშვებულმა შეცდომამ მასპინძლები წინ გაიყვანა. გოლი ჯიმ მიითვალა, რომელმაც ახლო მანძილიდან ნოიერის კარები დალაშქრა, 2:1.

ამაზე პირველ ტაიმში გოლების ცვენა არ დასრულებულა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში თავისი მეორე ბურთი კომანმა შეაგდო, 2:2!

მეორე ნახევარში რეკორდმაისტერი თამაშს აკონტროლებდა და უპირატესობას ფლობდა. 53-ე წუთზე დავიდ ალაბამ თავისი ფლანგიდან აუგსბურგის კარების შორეული კუთხე დალაშქრა, 2:3!

მომენტები იმავე კომანსაც ჰქონდა, მაგრამ ფრანგმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ხელსაყრელი შანსი ლევანდოვსკისაც ჰქონდა, მაგრამ რობერტმა ახლო მანძილიდან კარებს ააცილა.

ბაიერნმა 48 ქულა მოიპოვა და დორტმუნდს 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც მიმდინარე ტურის შეხვედრას მხოლოდ ორშაბათს გამართავს.


16-02-2019