სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ისევ დერბის დრო დადგა! საღამოს ნიკო კოვაჩის გუნდი რიგით მე-15 დერბიში აუგსბურგს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრებში მიუნხენელებმა 12 გამარჯვება მოიპოვეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ (1 ფრე). აუგსბურგთან მატჩებში ბაიერნი საშუალოდ 2,5 ქულას აგროვებდა. ეს რეკორდმაისტერისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ბავარიელებმა აუგსბურგის წინააღმდეგ 15 შეხვედრაში 38 ბურთი შეაგდეს და საკუთარ კარებში მხოლოდ 18 მიიღეს. აუგსბურგი რობერტ ლევანდოვსკისთვის საყვარელი მეტოქეა. პოლონელმა მეტოქის კარები 18 ჯერ დალაშქრა.

საღამოს ბაიერნელებს საკუთარ კარებთან სტანდარტების დროს სიფრთხილე მმართებთ. მიმდინარე სეზონში მანუელ ბაუმის გუნდმა გათამაშებული სტანდარტების წყალობით უკვე 15 ბურთი გაიტანა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. საკუთარ კედლებში აუგსბურგი ძალიან შედეგიანია. უკანასკნელ საშინაო 6 შეხვედრაში გუნდმა 10 ბურთი შეაგდო (მატჩში მინიმუმ ერთი გოლი). მაგრამ აუგსბურგი დიდ დივიდენტებს მაინც ვერ მიაღწია: ბაუმის გუნდმა მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა (4 ფრე და 4 მარცხი). ბაიერნი ამავდროულად ჩემპიონატის საუკეთესო გასვლითი გუნდია: რეკორდმაისტერმა გასვლაზე 8 გამარჯვება მოიპოვა.


15-02-2019