სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი აუგსბურს ესტუმრა

მომდევნო სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ფარგლებში ბაიერნი გასვლაზე ლივერპულს შეხვდება. მაგრამ მანამდე საღამოს ბაიერნს აუგსბურგში გენერალური რეპეტიციის ჩატარება მოუწევს. საუკეთესო ადგილის პოვნა, ენფილდის ატმოსფეროსთვის მოსამზადებლად, რთულია წარმოსადგენად. აუგსბურგის WWK ARENA გერმანული გამოცემის „Frankfurter Allgemeine Zeitung“-ისგან საკუთარი ატმოსფეროს გამო მეტსახელი ერგო - "Anfield Road an der B 17".

"ყველა ჩვენთაგანი ხვდება, რომ აუგსბურგში მატჩს ლივერპულის წინ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრაზე სრულ კონცენტრაციას გადავიტანთ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა, აუტსაიდერთან თამაშის წინ. "იმ შემთხვევაში თუ პარასკევს კარგ თამაშს ვაჩვენებთ, მაშინ ლივერპულშიც კარგი შანსები გვექნება", აღნიშნა კოვაჩმა.

"ამ მატჩის შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წარმატების შემთხვევაში პირველ ადგილს მივუახლოვდებით", აღნიშნა 47 წლის სპეციალისტმა.
ამ მომენტისთვის ბაიერნი დორტმუნდს 5 ქულით ჩამორჩებიან. დორტმუნდი ნიურნბერგ ორშაბათს შეხვდება.

პირველი წრის შიუნხენური დერბი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. აქედან გამომდინარე, კოვაჩისთვის ცნობილია, რომ საღამოს ბაიერნს რთული მეტოქე ელოდება, რომელსაც მიუნხელებისთვის პრობლემების შექმნას ეცდება. "ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო".

საკადრო თვალსაზრისით, კოვაჩს დაყრდნობა შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელზე შეუძლია. მატჩს მხოლოდ რობენი და ტოლისო გამოტოვებენ. მანუელ ნოიერი ხელის თითის ტრავმა მოიშუშა და მინდორზე გამოსასვლელად მზად არის. "სამედიცინო შტაბმა მწვანე შუქი ამინთო. მე სრულ მზადყოფნაში ვიმყოფები", განაცხადა რეკორდმაისტერის კაპიტანმა.

ლივერპულთან მატჩის გათვალისწინებით, ნიკო კოვაჩი როტაციის პრინციპის გამოყენებას არ აპირებს. "ფეხბურთელები დასვენებულები არიან და მათთვის პაუზის მიცემის საბაბს ვერ ვხედავ. აღსადგენად საკმაოდ დრო გვქონდა. მოთამაშეები კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან".


15-02-2019