სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დერბიში ნოიერის დაბრუნება იგეგმება

მომდევნო ტურში აუგსბურგთან მატჩში ნიკო კოვაჩი მანუელ ნოიერის გამოყენებას, დიდი ალბათობით, შეძლებს. ოთხშაბათს რეკორდმაისტერის კაპიტანმა პირველად მეკარის პროგრამით ივარჯიშა.

"ტკივილს უკვე არ გრძნობს. პარასკევს შეიძლება მინდორზე გამოვიდეს", განაცხადა ვარჯიშის შემდეგ ნიკო კოვაჩმა, მაგრამ ხორვატმა არ დააკონკრეტა რამდენად რეალურია შეხვედრაში ნოიერის მონაწილეობა, ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ლივერპულის წინააღმდეგ 4 დღით ადრე.

"მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. ბოლო მატჩების გამოტოვება მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო. უკანასკნელი სიტყვა ყოველთვის ფეხბურთელზე რჩება. ახლა მანუ ამბობს, რომ სრულ მზადყოფნაში იმყოფება", აღნიშნა კოვაჩმა.

ნოიერის გარდა, საერთო ჯგუფში რობერტ ლევანდოვსკიმ და მატს ჰუმელსმა ივარჯიშეს. ერთი დღით ადრე ორივემ დასვენებისთვის პაუზა მიიღეს. არიენ რობენი გუნდს ისევ დააკლდა. კოკო ტოლისო აღდგენითი პროგრამის ფარგლებში ბურთთან ვარჯიშს დაუბრუნდა.


14-02-2019