სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"დღეს არიენ რობენის და კოკო ტოლისოს გარდა ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა. მანუელი კარგად გამოიყურებოდა. პარასკევის შეხვედრისთვის ოპციად რჩება".

"აუგსბურთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ ადგილთან რას შეიძლება ახლოს უნდა მივიწიოთ".

"პარასკევს ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. რა თქმა უნდა, გამარჯვების მოპოვება გვსურს. "მშრალი" ანგარიშის დაფიქსირება კარგი იქნებოდა".

"დერბიში როტაციის პრინციპის გამოყენებას არ ვაპირებ. ყველა ფეხბურთელს დასვენებისთვის დრო ჰქონდა. აუგსბურგის შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს".

"მანუელ ბაუმთან მშვენიერი დამოკიდებულება გამაჩნია. კარგი ადამიანია, რომელმაც ქვედა ლიგებიდან ამოსვლა მოახერხა".

"ლივერპულს უამრავი მატჩის შემდეგ პაუზა აქვს, რაც მეტოქე შეიძლება სათამაშო რიტმიდან ამოაგდოს. ამაში ნაკლს ჩვენთვის ვერ ვხედავ".

"იენს ლემანს დიდი გამოცდილება გააჩნია. პირველ რიგში მეკარეს ამპლუაში. დარწმუნებული ვარ, რომ მანუელ ბაუმს დაეხმარება".

"იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის ფინალი მიუნხენში ჩატარდება, ეს ბაიერნისთვის დიდი სტიმული იქნება. საკუთარ სტადიონზე ფინალში მონაწილეობა მშვენიერი იქნებოდა".

"ჩემპიონატებს დაცვა იგებს. ვიმეორებ, იმედი მაქვს, რომ პარასკევს გამარჯვებას "მშრალი" ანგარიშით მოვიპოვებთ".

"სვენ ულრაიხს ვენდობი. მას ნოიერის შეცვლა უწევს, რაც რთულ ამოცანას წარმოადგენს".

"სამწვრთნელო შტაბში პეტერ ჰერმანის სახით ძალიან გამოცდილი დამხმარე მყავს. მან ფეხბურთში სხვა და სხვა როლში 40 წელი გაატარა".


13-02-2019