სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი დერბისთვის მზადდებას შეუდგა

ორშაბათს დასვენების დღის შემდეგ, გუნდი სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. გაყინულ და გრილ მიუნხენში, სადაც თოვლმა ადგილი ტალახს დაუთმო, ნიკო კოვაჩი გუნდთან ერთად მზადდებას აუგსბურგთან მატჩისთვის შეუდგა, რომელიც პარასკევს 23.30 წუთზე გაიმართება.

ბავარიული დერბიმდე 3 დღით ადრე, მწვრთნელის განკარგულებაში შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელი ჰყავდა. ტოლისოს გარდა, რომელიც მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადის, ინდივიდუალურად ასევე ლევანდოვსკი, ჰუმელსი, და რობენი ვარჯიშობდნენ. მინდორზე ნოიერი დაბრუნდა, მაგრამ მეკარისთვის განკუთვნილ ვარჯიშებს თავი აარიდა.

ბაიერნი აუგსბურგთან მატჩამდე კიდევ ორ ვარჯიშს ჩაატარებს. მომდევნო დერბის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის წინ ლივერპულის წინააღმდეგ გენერალური რეპეტიციის ფუნქცია ექნება.


13-02-2019