სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი კაპიტნის სტატუსში

შაბათის მატჩი რობერტ ლევანდოვსკისთვის ალიანც არენაზე განსხვავებული აღმოჩნდა. იმის შემდეგ, რაც ბერლინში მან კაპიტნის სამკლაური ნოიერის და მიულერის არყოფნაში დროებით მოირგო, შაბათის შეხვედრაში პოლონელმა გუნდი მინდორზე უკვე კაპიტნის სტატუსში გამოიყვანა. "რაღაც წარმოუდგენელი გრძნობაა. ვამაყობ, რომ მინდორზე კაპიტნის სამკლაურით გამოვედი", განაცხადა 9 ნომერმა.

სამკლაურმა თავდასხმელმზე კარგად იმოქმედა. ბაიერნმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა, ლევანდოვსკიმ კი მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო. "ნამდვილი ლიდერია. გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება და წინ მიყავს. რობერტი ბაიერნის საუკეთესო ბომბარდირია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ბაიერნის რიგებში საუკეთესო სეზონს ატარებს", აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

პირველი გოლის შემთხვევაში ლევანდოვსკიმ აიძულა ბრუმა საკუთარ კარებში ბურთი ჩაეჭრა. მეორე ტაიმში კი გნაბრის აკრობატულ ნახტომში გადაცემა გაუკეთა. მეორე ბურთი ლევანდოვსკიმ რალფ ფერმანთან ერთი ერთზე გასვლის შემდეგ თვითონ გაიტანა.

ეს გოლი ლევანდოვსკისთვის ალიანც არენაზე 100-ე აღმოჩნდა. არც ერთ სხვა რეკორდმაისტერის ფეხბურთელს ალიანც არენაზე ამდენი ბურთი არ გაუტანია. "მოხარული ვარ, რომ 100-ე ბურთი შევაგდე. განსხვავებული მომენტი იყო", ამაყად თქვა 30 წლის თავდახსმელმა. ბაიერნის მაისურში ლევანდოვსკის, ბუნდესლიგის ფარგლებში, უკვე 119 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით პოლონელი როლანდ ვოლფარტს დაეწია. უფრო მეტი ბურთი გერდ მიულერს (365) და კარლ-ჰაინც რუმენიგეს (162) აქვთ.

"ორივე ძალიან დიდი ლეგენდაა და ახლა მეც მათ რიგებში ვარ, რაც ძალიან მახარებს", თქვა თავდასხმელმა, რომელიც მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. "რამდენი გოლი დამრჩა მეორე ადგილამდე", იკითხა მან, როდესაც საუბარი სტატისტიკურ მაჩვენებელზე ჩამოვარდა. "ეს პირველი ნაბიჯია. წინ მიწევა მმართებს". ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს (29).

წინ მიწევა ესევე ბუნდესლიგაში დევნასაც ეხება. შალკეს დამარცხების შემდეგ, ბაიერნი დორტმუნდისგან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. "ჯერჯერობით 5 ქულით ჩამოვრჩებით. კონცენტრაციის შენარჩუნება გვმართებს". კაპიტან ლევანდოვსკის უფრო მეტის მიღწევა სურს და გუნდს მიზანდასახულ გეზს აძლევს.


12-02-2019