სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მოიგო და ჩამორჩენა შეამცირა

„Wir sind Bayern! Wir sind München! Auf geht’s, ihr Roten!“, სკანდირებდნენ შაბათს საღამოს გულშემატკივრები ალიანც არენაზე შალკეს დამარცხების შემდეგ (3:1). გუნდმა და ფანებმა ემოციური საათნახევარი უკან ჩამოიტოვეს. "კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით", განაცხადა კმაყოფილმა რობერტ ლევანდოვსკიმ. მაგრამ ორი საათით ადრე სიტუაცია სულ სხვაგვარად ვითარდებოდა.

როდესაც ნიკო კოვაჩი გუნდთან ერთად ალიანც არენაზე მივიდნენ, დორტმუნდი ჰოფენჰაიმს ჯერ კიდევ ამარცხებდა. იმ მომენტისთვის ბაიერნის ჩამორჩენა ლიდერისგან 10 ქულას შეადგენდა. მაგრამ მიუნხენის რიგებში სევდიანი განწყობა არ სუფევდა. გასახდელ მიმავალ გზაზე მათ წინაშე წითლად დახატული სიტყვები ხვდებოდა: "Leistungsbereitschaft, Wille und Leidenschaft" (მოტივაცია, ნებისყოფა და ვნება). რომლებიც გუნდმა 90 წუთის განმავლობაში გამოავლინა.

პირველი წუთებიდან ნათელი იყო, რომ ლევანდოვსკის და კომპანიას აუცილებლად გამარჯვების მოპოვება სურთ. იმ ფაქტმა, რომლის თანახმად დორტმუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა, ბაიერნს ჩამორჩენის შემცირების შანსს აძლევდა. "გასახდელში ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ ამ "საგოლე გადაცემას" აუცილებლად გამოვიყენებდით", თქვა ლეონ გორეცკამ. პირველივე წუთებიდან მიუნხენელებმა სტუმრები საკუთარ კარებთან მიაჯაჯვეს და მომენტების შექმნას შეუდგნენ. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ეგრევე მძლავრ პრესინგზე გადადიოდნენ.

მე-12 წუთზე ნიკო კოვაჩის გუნდმა ანგარიში დამსახურებლად გახსნა. ტიაგო ბურთს დაეუფლა და გადაცემა ხამესს გაუკეთა. კოლუმბიელმა რობერტ ლევანდოვსკი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. ჯეფრი ბრუმა ამ დარტყმის დაბლოკვა უნდოდა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა. გატანილმა ბურთმა ბაიერნელებს საკუთარ ძალებში რწმენა აუმაღლა. ნიკო კოვაჩის გუნდმა მოუმატა, მაგრამ მოულოდნელად საპასუხო გოლი მიიღო: 25-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად აჰმედ კუტუჯუმ ანგარიში გაათანაბრა.

მაგრამ მხოლოდ 104 წამის შემდეგ, რეკორდმაისტერმა ლევანდოვსკის გოლით წინ გავიდა. პოლონელისთვის ალიანც არენაზე ეს ბურთი საიუბილეო 100-ე აღმოჩნდა. "ვთვლი, რომ პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ", შეაქო გუნდი ნიკო კოვაჩმა, რომლებმაც მეორე ნახევარშიც ბურთს მეტოქეზე ხშირად ფლობდნენ. "კარგი მატჩი ჩავატარეთ. შუა კვირაში ჩატარებული 120 წუთის შემდეგ, შაბათის მატჩში გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო", აღნიშნა კოვაჩმა.

ბაიერნელებზე ჩატარებული 120 წუთი მაინც დაეტყოთ.

მიუხედავად იმისა, რომ შალკელებმა რამდენიმე მომენტი მაინც შექმნეს, მწვრთნელს გრძნობა არ ეუფლებოდა, რომ "მეორე გოლის გაშვება შეგვეძლო, პირიქით კიდევ 1-2 ბურთი უნდა გაგვეტანა". 57-ე წუთზე გუნდმა ზუსტად ესე მოექცა, როდესაც ლევანდოვსკის აკრობატული გადაცემის შემდეგ გნაბრი თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა.

საბოლოოდ ფინალური სასტვენის შემდეგ ტაბლოზე რეკორდმაისტერის სასარგებლოდ ანგარიში 3:1 დაფიქსირდა. ბაიერნი, გლადბახის ჰერტასთან მარცხის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილსა დაუბრუნდა. "ჩვენთვის კარგი უქმეები გამოვიდა", განაცხადა კმაყოფილმა ული ჰიონესმა. "ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. 5-ქულიანი ჩამორჩენა უკვე სულ სხვა ამბავია", აღნიშნა იოზუა კიმიხმა, რომელმაც ბუნდესლიგაში 100-ე შეხვედრა ჩაატარა - და ყველა ბაიერნის მაისურში. "საერთო ჯამში გასული კვირით კმაყოფილი ვარ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა. მაგრამ ბაიერნელები ეიფორიაში შესვლას არ აპირებენ. "ეს კარგი ნაბიჯი იყო. მხოლოდ საკუთარ თავს ვუყურებთ. საკუთარ შეხვედრებში გამარჯვების მოპოვება გვსურს. კარგი სერიის წამოწყება გვმართებს", თქვა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, შემდგომი ამოცანების პერსპექტივების შესახებ.

ლევერკუზენში მარცხის შემდეგ, მიუნხენელებმა სწორი რეაქცია გამოავლინეს. ახლა მათ ანგარიშზე უკანასკნელ 9 მატჩში 8 გამარჯვებაა. "ვთვლი, რომ გუნდი კარგ კონდიციებში იმყოფება. ბევრს გადავადგილებდით, ტაქტიკურად მართებულად ვმოქმედებთ და სათამაშო თვალსაზრისით მომატება შევძელით", აღნიშნა კოვაჩმა, რომელსაც ამის დამტკიცება აუგსბურგში სურს, სადაც ბაიერნელები მატჩს მომდევნო პარასკევს ჩაატარებენ. ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც გუნდს ზურგს უმაგრებენ, მიუნხენელებს მომდევნო 3 ქულის აღება სურთ. „Auf geht’s, ihr Roten, kämpfen und siegen“ ტრიბუნებიდან ისევ და ისევ ისმოდა.


11-02-2019