სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ ალიანც არენაზე 100-ე გოლი მიითვალა

მშვენიერი იუბილე რობერტ ლევანდოვსკისთვის: შაბათს საღამოს, შალკესთან შეხვედრაში, თავდასხმელმა ალიანც არენაზე თავისი 100-ე ბურთი შეაგდო. 2005 წლიდან, სტადიონის გახსნის დღიდან, არც ერთ ფეხბურთელს ამ მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია. ბუნდესლიგის ფარგლებში, ბაიერნის შემადგენლობაში, პოლონელისთვის 119-ე ბურთი აღმოჩნდა. ბომბარდირთა სიაში ამ მაჩვენებლით რობერტი როლანდ ვოლფარტს გაუტოლდა. წინ მხოლოდ გერდ მიულერი (365) და კარლ-ჰაინც რუმენიგე (162) არიან.

კიდევ ერთმა იუბილარმა იოზუა კიმიხმა, რომელმაც პარასკევს 24-ე დაბადების დღე იზეიმა, ბაიერნის მაისურში 100-ე მატჩი ჩაატარა. რეკორდმაისტერის შემადგენლობაში მცველმა დებიუტი 2015 წლის 12 სექტემბერს საშინაო შეხვედრაში აუგსბურგის წინააღმდეგ იზეიმა.


10-02-2019